სხვადასხვა ჰიპოთეზები იმის შესახებ, რომ ჰომო საპიენსებამდე დედამიწაზე ადამიანთა სხვა ცივილიზაციები არსებობდნენ ბევრი არსებობს, მაგრამ, ბოლო დროის სენსაციური აღმოჩენები, კაცობრიობის წარმოშობის შესახებ ოფიციალური ვერსიის ჭეშმარიტებაში ეჭვს იწვევს.
ყველაფერი XX საუკუნეში დაიწყო. 1924 წლის, 28 ივნისს, ლათინური ამერიკის ძნელად მისადგომ რაიონებში დასავლელმა არქეოლოგებმა 11,7 მეტრის ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს, რომელსაც თან გაფრთხილებაც ახლდა. წერილში ეწერა, რომ მიძინებული არ შეეწუხებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში საშინელი ომი დაიწყებოდა.
შემდეგ მსგავსი აღმოჩნებელი მთელს მსოფლიოში მოხდა. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთმა შემდგომმა აღმოჩენამ ომი და კატაკლიზმა არ გამოიწვია. 1930 წელს ავსტრალიაში ადამიანის გიგანტური ფეხის ანაბეჭდი აღმოაჩინეს, რომლის ზომა 71 სმ-დან 83 სმ -მდე იყო. ასეთი ფეხის ზომის მქონე ადამიანი, დაახლოებით 4 მეტრი და 10 სანტიმეტრი უნდა ყოფილიყო.
ანალოგიური აღმოჩენა 1985 წელს, ავსტრალიაში მოხდა. არქეოლოგებმა ადამიანის გაქვავებული კბილი იპოვეს. სიგრძე- 68 სმ. და სიგანე- 43 სმ. მსოფლიოს საუკეთესო სტომატოლოგების კვლევით, კბილის პატრონი 8 მეტრზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო.
თქმულებები, გიგანტების შესახებ მსოფლიოს ძველ მითოლოგიებშიც გვხვდება. მაგალითად ძველი ბერძნული მითი „ატლანტების" შესახებ, რომლებსაც ხელით ცა ეჭირათ.
http://dictat.net/sensaczionnoe-otkryitie-12-metrovyie-skeletyi-gigantov-najdenyi-v-peru