ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისის დროით 21:00 საათზე დასრულდა. თბილისი 6 დღის განმავლობაში 14-დან 18-წლამდე ასაკის ევროპის 50 ქვეყნის სპორტსმენთა ფესტივალს მასპინძლობდა.
ქართულ დელეგაციას შეჯიბრის ბოლო დასკვნით დღეს 3 მედალი შეემტა.
სპორტსმენთა სოფელში "თბილისი 2015-ის" დასკვნითი საღამო იმართება.
ქართველმა სპორტსმენებმა 9 სპორტის სახეობაში მიიღეს მონაწილეობა. ახალგაზრდულ ფესტივალში, ჯამში 137 ქართველი მონაწილეობდა.
საქართველო მედლების საერთო ჩათვლაში მეათე ადგილზე გავიდა. უმეტესწილად, ეს ძიუდოისტების დამსახურებაა. 10 მედლიდან 9 სწორედ ძიუდოსტმა ვაჟებმა და გოგონებმა მოიპოვეს, ერთი ბრინჯაოს მედალი კი ჩვენს ქვეყანას საქართველოს სახელით მოასპარაზე ტანმოვარჯიშე დიმიტრი გოვოროვმა მოიპოვა.
ქართველი ძიუდოისტები თბილისი 2015-ზე საუკეთესოები იყვნენ და საბოლოოდ ყველაზე მეტი - 9 ( 4-0-5) - მედალი დაიმსახურეს.