reportiori.ge - პატრიარქის ანგელოზის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა დღეს გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:49
საზოგადოება
პატრიარქის ანგელოზის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა დღეს გაიმართება
02 აგვისტო, 2015. 10:02



დღეს ილიაობის სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, საპატრიარქოს ხალხური რეწვის განყოფილების ორგანიზებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ანგელოზის (წმ. ილია წინასწარმეტყველისა და წმ. ილია მართლის) დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება.



ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 2013 წელს ხალხური რეწვის ოსტატთა მიერ შესრულებული ქართველი მეფეების ვახტანგ VI -ისა და თეიმურაზ II-ის სამეფო სრული შესამოსელი და მეფეთა სარკოფაგების საფარებლები; ყოვლადწმიდა სამების ტრაპეზის გადასაფარებელი, ოქრომკედით ნაქარგობა, ქართული აბრეშუმის ბალიშები და თეთრეული, ხევსურული ნაქარგობა, საერო და საეკლესიო დანიშნულების ნივთები, სხვადასხვა შესამოსელი და აქსესუარები, ქართული თექა და ბატიკა, ხელნაკეთი თოჯინები, ხატები, თანამედროვე ოსტატების მიერ შესრულებული ხეზე ჭრისა და ქვაზე კვეთის ნიმუშები.



გამოფენაში სამების საკათედრო ტაძართან არსებული სამრევლო სკოლა, თბილისის სახელოსნოები, ეპარქიებში გახსნილი ხელსაქმის სკოლები და რეგიონებიდან სხვადასხვა ავტორები მიიღებენ მონაწილეობას.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016