reportiori.ge - სტიქიამ სამეგრელოში მაცხოვრებლები სახლების გარეშე დატოვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 03:51
რეგიონები
სტიქიამ სამეგრელოში მაცხოვრებლები სახლების გარეშე დატოვა
ავტორი:
24 ივლისი, 2013. 11:03

სამეგრელოში ერთკვირიანი ძლიერი წვიმების შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. მოსახლეობა წალენჯიხასა და ზუგდიდის რამდენიმე სოფელში ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, რომ ამ წლის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა უხვმა ნალექმა მათი საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა:

„სამი ათასი ლარი მაქვს ზარალი. ყველაფერი წაიღო წყალმა", - ამბობს სოფელ დიდინეძში მცხოვრები ირაკლი შელია. იგივე პრობლემა აქვს წალენჯიხაში მცხოვრებ მარინა გაბელიას: „დატბორილია ჩემთან ყველაფერი. იატაკი არ არის, დასაწოლი არ არის.... არაფერი არ მაქვს".

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სტიქიამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს მილიონ ორასი ათას ლარზე მეტი ზიანი მოუტანა. მუნიციპალიტეტის გამგებელი არ გამორიცხავს, ეს თანხა კიდევ გაიზარდოს. გოგა გულორდავას განცხადებით, უხვმა ნალექმა ძირითადად სოფლების ინფრასტრუქტურა დააზიანა, რომლის აღდგენითი სამუშაოებიც უკვე დაწყებულია. გამგებლის განმარტებით, ზოგიერთ თემში შიდა გზებზე გადაადგილება ამ დრომდე შეუძლებელია. შეკეთებას საჭიროებს ათამდე თემის ხიდები და გზები. აუცილებელი გახდა ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებაც:

„გზები, სადაც მეწყერი იყო ჩამოწოლილი, გავწმინდეთ, მაგრამ დარჩენილია მონაკვეთები, სადაც ამას ჩვენი ძალებით ვერ ვახერხებთ. ეს არ არის ცენტრალური გზები, ეს სოფლის შიდა გზებია, სადაც რამდენიმე მოსახლე არის გზის გარეშე დარჩენილი".

Livepress.ge-ს კითხვაზე, რა სახის დახმარებას მიიღებენ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები, გოგა გულორდავამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მოსახლეობისთვის ზარალის ანაზღაურება არ მოხდება, რადგან ის არცთუ ისე დიდია. გოგა გულორდავას ცნობით, ადგილობრივებს გამგეობა გასულ თვეს მოსული სტიქიის დროს დაეხმარა - გადახურა ასამდე სახლი, რისთვისაც 400 ათასი ლარი დაიხარჯა:

„მოსახლეობას ძირითადად  საცხოვრებელი სახლები დაეტბორა. შინაური ფრინველიც დაეხოცათ. ამას ცალკე სამსახური სწავლობს, მაგრამ ამ ეტაპზე არ არის ამ ზარალზე საუბარი. ძირითადი კონცენტრირება გვაქვს ინფრასტრუქტურაზე, რადგან არათუ ასეთი ღვარცოფების დროს, მცირედი წვიმის დროსაც შეიძლება ანალოგიურ ვითარებამდე მივიდეთ. მოსახლეობა თავანთ, ასე ვთქვათ, ყოფით პრობლემებს თავად მიხედავს".

ერთკვირიანმა ძლიერმა წვიმამ ასევე პრობლემები შეუქმნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს. სოფლებში: ნარაზენში, კოლხიდაში, დიდინეძში, ჭაქვინჯში, ურთაში, ყულიშკარსა და აბასთუმანში, პირველადი მონაცემებით, მხოლოდ ინფრასტრუქტურას 200 ათასი ლარის ზიანი მიაყენა სტიქიამ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ გამოცემას განუცხადა, რომ სოფლების ნაწილში შიდა გზები, ჩამოწოლილი მეწყერის გამო, ამ დრომდე ჩაკეტილია:

„განსაკუთრებული პრობლემა გვაქვს სოფელ დიდინეძში. აქ ათეულობით ოჯახია დატბორილი. მიზეზი გახლავთ ის, რომ რამდენიმე წლის წინ მდინარე ჯუმმა იქ ნაპირსამაგრები გაარღვია და მაგის შემდგომ გვაქვს ძალიან სავალალო მდგომარეობა. არის შესაძლებლობა, რომ უახლოეს მომავალში სოფელ დიდინეძში ჩატარდეს ნაპირსამაგრი სამუშაოები".

გიორგი თოდუას განცხადებით, სპეციალური ჯგუფები ადგენენ, რა ზიანი მიადგა უშუალოდ სოფლის მცხოვრებლებს. ზარალის ოდენობის დადგენის შემდეგ კი გადაწყდება, როგორი სახის დახმარებას გაუწევს გამგეობა სოფლის მოსახლეობას.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016