reportiori.ge - ყოჩაღ, ბუსა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 08:07
პრეს-დაიჯესტი
ყოჩაღ, ბუსა!
ავტორი:
03 აგვისტო, 2015. 16:00


ბუსა ჟვანიას მიერ ბარამიძისათვის დარტყმული ხელი მოხვდა სააკაშვილსაც, მერაბიშვილსაც, ადეიშვილსაც, მაჭავარიანსაც და ყველას, ვინც ზურაბ ჟვანიას სახელსა და ხსოვნას დღემდე ლაფში სვრის!


ვერაგულად მოკლული პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ვაჟმა - 20 წლის ბესო (ბუსა) ჟვანიამ ბათუმის ერთ-ერთ კაფეში უამრავი ადამიანის თვალწინ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერსა და პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ქართველი ერისათვის საძულველ გიორგი ბარამიძეს სცემა.


სცემა იმიტომ, რომ ბარამიძეს თავხედობა ეყო, ზურაბ ჟვანიას ვაჟთან მისულიყო და მისთვის იმის მტკიცება დაეწყო, მამაშენის ხსოვნის წინაშე მართალი ვარო!


არადა, ბარამიძეს ბუსა ჟვანიასთან მისასვლელი და დასალაპარაკებელი პირი მაშინ ექნებოდა, თავისი ახლო მეგობრის, მასწავლებლისა და გზაზე დამყენებლის - ზურაბ ჟვანიას მკვლელობისთანავე სააკაშვილის ხროვისათვის რომ მიეფურთხებინა, ხელისუფლების რიგები პროტესტის ნიშნად დაეტოვებინა და სიმართლის დასადგენად ებრძოლა!


ბარამიძემ ეს არ გააკეთა! ბარამიძემ მეგობრის ერთგულებას სკამისა და მამონას ერთგულება არჩია და არა მარტო სამარცხვინოდ გაჩუმდა, არამედ ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შესახებ სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილის მიერ შეთითხნილ ბინძურ ვერსიასაც კი კვერი დაუკრა!


ამიტომაც, ბარამიძეს ზურაბ ჟვანიას შვილთან მისასვლელი და დასალაპარაკებელი პირი არ ჰქონდა.


თუმცა, მაინც მივიდა და, შესაბამისად, ცხვირპირდამტვრეული წამოვიდა!


ბუსა ჟვანიაას მიერ ბარამიძისათვის შემოკრული მუშტი და ამორტყმული პანჩური სულაც არ არის ჩვეულებრივი ძალადობრივი აქტი, რასაც ცემასა თუ გალახვას ეძახიან.


ბუსა ჟვანიას მიერ ბარამიძის ცემა მორალურ-ზნეობრივი აქტია, რადგან ზურაბ ჟვანიას შვილმა ამით მამისა და ოჯახის ღირსება დაიცვა!


და კიდევ ბუსა ჟვანიას მარტო ბარამიძე არ უცემია!


ბუსა ჟვანიას მიერ ბარამიძისათვის დარტყმული ხელით მოხვდა სააკაშვილსაც, მერაბიშვილსაც, ადეიშვილსაც, მაჭავარიანსაც და ყველას, ვინც ზურაბ ჟვანიას სახელსა და ხსოვნას დღემდე ლაფში სვრის, იმის გამო, რომ კანონის წინაშე პასუხისგებას როგორმე თავი აარიდოს!


დიახ, ბუსა ჟვანიამ მამის ღირსების შეურაცხყოფის გამო, ბარამიძის სახით, მთელი ნაცხროვა დასაჯა!


ბუსა ჟვანიამ გააკეთა ის, რაც ვერ გააკეთა ქართულმა სახელმწიფომ!


რაც ვერ გააკეთა საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ!


რაც ვერ გააკეთა კანონმა და მართლმსაჯულებამ!


ბუსა ჟვანიამ მამის მკვლელებსა და მისი ხსოვნის შეურაცხყოფით ვერგამძღარ არამზადებს თავისი წილი პასუხი გასცა!


დიახ, ეს მორალურ-ზნეობრივი აქტია, მაგრამ ეს ძალიან სახიფათო სიმპტომიც არის!


სააკაშვილის რეჟიმის მიერ გამწარებული, განადგურებული, მოკლული, ნაწამები და გაუპატიურებული ადამიანების შვილებმა და ოჯახის წევრებმა, რომლებსაც სახელმწიფოს უსუსურობის ყურება უკვე ყელში ამოუვიდათ, სამართლის აღსრულება თვითონ თუ გადაწყვიტეს და ნაცჯალათების მიმართ პირად ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ, ამ ქვეყანაში სისხლის გუბეები დაადგება!


დღეს ზურაბ ჟვანიას შვილი იძულებული გახდა, ოჯახის ღირსება საკუთარი ძალებით დაეცვა, ხვალ კი, არავინ იცის, რას იზამენ სერგო თეთრაძის, გია კრიალიშვილის, როინ შავაძის, პაატა ქარდავას, დათო ცინდელიანის, ბესო ხარძიანის, აფრასიძეების, ნიკა კვინტრაძის, სულიკო ასათიანისა და სააკაშვილის რეჟიმის მიერ დახოცილი სხვა უდანაშაულო ადამიანების შვილები?!


დიახ, არავინ იცის, როგორ გადაწყვეტენ ისინი სამართლიანობის აღდგენას და რა მეთოდებს მიმართავენ იმისათვის, რომ დამნაშავეებს, რომლებსაც კანონი და სახელმწიფო არ თუ ვერ სჯის, თავად აგებინონ პასუხი!


სააკაშვილის რეჟიმის მიერ მორალურად განადგურებულ და სულიერად გატეხილ ადამიანებს, როგორც ჩანს, შურისგების ილაჯი აღარ შერჩათ, მაგრამ მათი შვილები წამოიზარდნენ, დაკაცდნენ და უსამართლობის ატანას აღარ აპირებენ!


ზურაბ ჟვანიას ვაჟის - 20 წლის ბუსა ჟვანიას საქციელი ამის მკაფიო ნიშანი და მაგალითია!


ეს ნიშანია საქართველოს ხელისუფლებისთვისაც, რომელიც, სამართლიანობას თუ არ აღადგენს და დამნაშავეებს კანონის ძალით არ დასჯის, მაშინ ქვეყანაში ანარქიასა და „ბესპრედელს" მიიღებს.


იმიტომ, რომ ქართველი ხალხის მოთმინებასაც „პრედელი" აქვს!


იმიტომ, რომ სადაც არ არის სამართლიანობა, იქ არასოდეს იქნება მშვიდობა!

 

 

 

 

ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016