reportiori.ge - უეფა გულშემატკივრებს: ნუ გამოიყენებთ შეურაცხმყოფელ სიტყვებს საქართველოში!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:59
სპორტი
უეფა გულშემატკივრებს: ნუ გამოიყენებთ შეურაცხმყოფელ სიტყვებს საქართველოში!
ავტორი:
04 აგვისტო, 2015. 22:06



უეფამ ოფიციალურ ვებგვერდზე  გამოაქვეყნა თბილისის უფასო გზამკვლევი, სუპერ თასზე დამსწრე უცხოელი სტუმრებისთვის.


უეფას გზამკვლევი პრეზიდენტ მიშელ პლატინის მისასალმებელი წერილით იწყება. გზამკვლევში ფეხბურთის გულშემატკივრებს თბილისში მდებარე კაფე-ბარებისა, თუ ტრანსპორტის შესახებ შეუძლიათ ინფორმაციის მოძიება, ასევე შეუძლიათ გაეცნონ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა თუ ქალაქის დაარსების ისტორიას და სხვა.


უეფამ თავის გზამკვლევში უცხოელ გულშემატკივრებს "კულტურული რჩევებიც" მისცა:

 

"-ხელის ჩამორთმევა საქართველოში მისალმების გავრცელებული ფორმაა, თუმცა ისინი შეხვედრისას ხშირად ერთხელ კოცნიან ლოყაზე.

 

-ქართველები მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხია. ისინი სტუმრებს ისე ეპყრობიან, როგორც ოჯახის წევრებს.

 

-არასდროს გამოიყენოთ შეურაცხმყოფელი სიტყვები ქართველებთან საუბრისას(ნებისმიერ ენაზე წარმოთქმული შეურაცხმყოფელი სიტყვები, ქართველებისთვის მარტივად მისახვედრია)".


შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს თბილისში, "დინამო არენაზე" უეფას სუპერ თასის მატჩი "სევილიასა" და "ბარსელონას" შორის გაიმართება.


წყარო: ipress.ge




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016