reportiori.ge - ზამთრის სატრანსფერო ციებ-ცხელება დაიწყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:28
სპორტი
ზამთრის სატრანსფერო ციებ-ცხელება დაიწყო
01 ნოემბერი, 2013. 13:24

 

ფრანგული კლუბი „მონაკო" შეეცდება „არსენალის" ფორვარდი თეო უოლკოტი შეიძინოს. მონეგასკების სამწვრთნელო შტაბი უკმაყოფილოა „პორტოდან" 20 მილიონ ევროდ გადმოყვანილი ჯეიმს როდრიგესის სათამაშო ფორმით-ათ მატჩში გატანილი ერთი გოლი გუნდის მესვეურების ამბიციებს ვერ აკმაყოფილებს. 24 წლის ინგლისელის შეძენა 40 მილიონი  ევრო დაჯდება. 

„ტოტენჰემისა" და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი ჯერმენ დეფო შესაძლოა ზამთრის შესვენებისას ქ.პ.რ.-ში გადავიდეს. 31 წლის ფორვარდმა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და რანგით დაბალ ლიგაში გადასვლას ამიტომაც არ გამორიცხავს. ამ სეზონში დეფომ 11 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

  

შვეციის ნაკრების ფეხბურთელი ოლა ტოივონენი გუნდის გამოცვლას ზაფხულამდე გეგმავს.ზაფხულში მის შეძენას „იუვენტუსი" გეგმავდა , ტურინული კლუბის მესვეურები ამ ტრანსფერისთვის სერიოზულად ემზადებოდნენ, თუმცა თავად ფეხბურთელს ჰოლანდიური პ.ს.ვ.-ს დატოვება ზამთრის სატრანფერო ფანჯრის გახსნისთანავე სურს.

 

 

მიუნჰენგლადბახის „ბორუსიას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი აცხადებს , რომ ამ სეზონს აუცილებლად მშობლიურ კლუბში ჩაამთავრებს. მომავალზე კი მხოლოდ ზაფხულში იფიქრებს. დასავლურ პრესაში უკვე გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ შტეგენმა „ბარსელონასთან" კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, მეკარის გადაბირების სურვილი „მილანის" ბოსებმაც გამოთქვეს. რაც შეეხება  შტეგენის ამჟამინდელ კლუბს, გუნდის მესვეურები ცდილობენ ახალგაზრდა ტალანტი ახალ ხელშეკრულებაზე დაითანხმონ, რათა შემდეგ რაც შეიძლება სარფიანად გაყიდონ.

 

     

 

რობერტ ლევანდოვსკი „დორტმუნდს" ზამთრის სატრანსფერო სეზონში დატოვებს; თუმცა ჯერ უცნობია სად გააგრძელებს კარიერას პოლონელი ფორვარდი. გერმანული კლუბი 7 მილიონ ევროს ითხოვს, რაც არცისე დიდი თანხაა. ცენტრფორვარდის საკუთარი კლუბის რიგებში ხილვის მსურველები ძირითადად ინგლისური გუნდები არიან: მანჩესტერული „იუნაიტედი" და „სიტი", და ლონდონური „ჩელსი" და „არსენალი". 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016