reportiori.ge - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სიყვარული ფსიქიკურ დაავადებად გამოაცხადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 08:45
პრეს-დაიჯესტი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სიყვარული ფსიქიკურ დაავადებად გამოაცხადა
ავტორი:
06 აგვისტო, 2015. 14:04


„სიყვარულმა, მე კი არა, გადარია ტარიელი"


ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ასეა: დაავადება "სიყვარულის" საერთაშორისო შიფრია F63.9. სიყვარული გაუთანაბრეს "ჩვეულებისა და მისწრაფების აშლილობას", ისეთს, როგორიცაა ალკოჰოლიზმი, ტოქსიკომანია, კლეპტომანია და აზარტული თამაშებით მანიაკური გატაცება.


წერტილი დაესვა ამაღლებულ, უწმინდეს, ღვთაებრივ გრძნობას, რომელიც ზეციურ, უზენაეს არსებათათვის არის დამახასიათებელი: "იგია საქმე, საზეო, მომცემი აღმაფრენათა", _ ამბობდა შოთა რუსთაველი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსებამდე რვა საუკუნით ადრე დასძენდა:


"მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს მართ, ვითა მზეობა,

 

სიბრძნე, სიუხვე, სიმდაბლე, სიყრმე და მოცალეობა,

 

ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა,

 

ვისაც ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა".

 

დამთავრდა!


და არცა ღირს სიტყვის გაგრძელება, ამაო იქნება დროის უაზრო ფლანგვა, რადგან, ნეოლიბერალური აზროვნების მოდის მიმდევარ მეცნიერ-მედიკოსთა მიხედვით, სიყვარული ფსიქიკური აშლილობაა.


ანუ _ სიგიჟე.


რომელსაც, ზემოთ დასახელებული ორგანიზაციის მტკიცებით, შემდეგი საერთო სიმპტომები ახასიათებს: "სხვა ადამიანზე აკვიატებული ფიქრი, განწყობილების მკვეთრი ცვალებადობა; საკუთარი ღირსების გაზვიადებული შეფასება; საკუთარი პიროვნების სიბრალული; უძილობა; იმპულსური ქმედება; არტერიული წნევის ცვალებადობა; თავის ტკივილი; ალერგიული რეაქციები, აკვიატებული იდეის სინდრომი". მოკლედ, ყველაფერი ის, რაც ფსიქიკური ავადმყოფობის ნიშანია.


კი სხედან სამედიცინო ოლიმპზე პატივცემული გვამები, მაგრამ მათი პრიმიტიული დასკვნა პრიმიტიული მეთოდითვე ბათილდება, ანუ "შესაკრებთა გადაადგილებით იცვლება ჯამი": ნებისმიერი მკითხველისთვის თვალშისაცემი ხდება მათი დასკვნების შეუთავსებლობა სიყვარულთან.


მეტი სიცხადისთვის: "ახალი აღმოჩენის" ავტორები ამტკიცებენ _ სიყვარულის სიმპტომია, მაგალითად, თავის ტკივილი. გადავაადგილოთ ამ "თეორემის" ელემენტები და გამოვა, რომ თავის ტკივილი არის სიყვარული, ანუ, თუ ადამიანს ასტკივდება თავი, აუწევს წნევა, შეაწუხებს უძილობა და ა.შ., ექიმს კი არ უნდა მიმართოს, არამედ მკითხავთან მივიდეს იმის გასარკვევად, ცალმხრივია მისი სიყვარული თუ შეიძლება, რაღაც იმედი ჰქონდეს "ნამეტნავად შეყვარებულს". თუ ფსიქიატრთან მივა მიღებაზე, შეიძლება, რამე ეშველოს; თუ არა, მაშინ საკუთარი ნებით უნდა ჩაჯდეს ხუტა უფროსის საპყრობილის მესამე ჭურში და უსმინოს ბიძია-ბაბუის, იმავე ქრისტეფორე მგალობლიშვილის ორიგინალურობით გამორჩეულ აკვიატებულ სენტენციებს იმის თაობაზე, რომ "სიგრძე უდრის სიყვარულს!.. სიგანე _ რწმენას!" და, რაც მთავარია, "სიყვარული ვერტიკალურია და თანაც _ ბრუნვადი".


ამავე პათოსით თუ განვაგრძობთ მსჯელობას და ვირწმუნებთ მეცნიერთა დასკვნას, რომ სიყვარულის (არანორმალურობის) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია აკვიატებული აზრი, მაშინ ნატოსკენ სასიყვარულო სწრაფვის, მაპის ან მაპზე უკეთესის მიღების ჩვენი დაუოკებელი სურვილი (აკვიატებული აზრი) ხომ შეიძლება ნიშნავდეს ტვინის აშლილობას?!


მაშასადამე, შეყვარებული ერთნაირსქესიანებიც ნოშრევან კუჭუხიძის ნეო-ნერვო-კლინიკის პაციენტები ყოფილან.


ხუმრობთ, ბატონო? მე კი ვცდილობ, ვიხუმრო, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მესვეურები სერიოზულად რომ გვიმტკიცებენ სიყვარულის უფაქიზესი გრძნობის სიგიჟესთან იგივეობას, იმას რა ეშველება?!


ხუმრობენ და გვაბითურებენ.


ამათ მიმდევარ მეცნიერებს, მათ შორის, მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მკვლევარებს, კერძოდ, ხეორხინა მონტემაიორ ფლორესს, მიაჩნიათ, რომ სიყვარული შეიძლება გაგრძელდეს დიდი-დიდი ოთხ წელიწადს და ამას ფიზიოლოგიური მიზეზებით ხსნიან.


არავითარი სულიერება!


რომელ მაღალ ზნეობრიობაზე შეიძლება ლაპარაკი, როცა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების კვალზე ერთნაირსქესიანთა დაქორწინების ლეგალიზაციის შესახებ და სახელმწიფო მდივნის _ ჯონ კერის განცხადების თანახმად, რომ ამერიკა იზრუნებს მსოფლიოში ლგბტ პირების თანასწორუფლებიანობაზე, ამერიკის ჩრდილოეთმა შტატებმა ახალი წამოწყებით გააოგნა მსოფლიოს საზოგადოებრიობა: "ამერიკის ბიოსკაუტების" მოძრაობამ გააუქმა წესი, რომლის თანახმად მამათმავლებს ამ ორგანიზაციის რიგები უნდა დაეტოვებინათ, როგორც კი 18 წელს მიაღწევდნენ. ამ აკრძალვის გაუქმებას მხარი დაუჭირა ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის 45 წევრმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 12 კაცმა.


სკაუტების მოძრაობა, რომელიც დიდ ბრიტანეთში 1907 წელს დაარსდა, მსოფლიოშია გავრცელებული. იგი მოწოდებულია, იზრუნოს მოზარდების ფიზიკური, სულიერი და გონივრული განვითარებისთვის, რათა ჭაბუკებს შეექმნათ ცხოვრებაში კარიერული წინსვლის სერიოზული საფუძველი. სიტყვა სკაუტი ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც მზვერავი.


კეთილშობილური მისია აკისრია სკაუტობას ან, უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით, რომ კეთილშობილური მისია ჰქონდა დაკისრებული, რადგან რომელ კეთილშობილებასა და ზნეობაზე შეიძლება ლაპარაკი, როცა ახალი თაობის აღზრდა მოწიფულ მამათმავლებს ჩააბარეს?! "ეს ცვლილება შესაძლებლობას მისცემს სკაუტებსა და მათ მშობლებს, ამოირჩიონ (ბავშვების აღსაზრდელად) ისეთი რაზმები, რომლებიც მათ რწმენასთან იქნება ახლოს, და რაც (ლგბტ-ელებთან ურთიერთობა) ასე სჭირდება თანამედროვე ოჯახებს", _ გახარებულია სკაუტელთა მოძრაობის პრეზიდენტი, აშშ თავდაცვის ყოფილი მინისტრი რობერტ გეიტსი.


გიხაროდენ, ამერიკა!


გიხაროდენ კიდევ იმიტომ, რომ ამერიკელ მოსწავლეებს ჰომოსექსუალიზმის ისტორიის კურსს წაუკითხავენ! სან ფრანცისკოს ხელოვნების სკოლა იქნება აშშ-ის საშუალო განათლების სისტემის პირველი დაწესებულება, სადაც მოსწავლეებს პირველად აზიარებენ სექსუმცირესობათა ისტორიას, საგანს, რომელიც ასე აუცილებელი ყოფილა ბავშვებისთვის ფართო და მრავალმხრივი განათლების მისაღებად.


"ჩვენ განვიხილავთ, როგორ ცხოვრობდნენ გეები, ლესბოსელები და ტრანსგენდერები", _ კარტს ხსნის სოციოლოგი ლინდსი შლაკსი, რომელიც წაუკითხავს ამ მრავალმხრივ საინტერესო ისტორიის კურსს სანფრანცისკოელ ბავშვებს. განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ლგბტ-ელთა ღვაწლს ლიტერატურის, ხელოვნების, მედიის, საზოგადოებრივი მოვლენების განვითარების საქმეში.


უცხოეთის პრესაში ხაზგასმით გამოყოფენ ფაქტს, რომ აღნიშნული ლექციები დამუშავდა უფლებადამცველ კლივ ჯონსის მონაწილეობით.


ამ ხაზგასმაში მთავარი ის კი არ არის, რა ავტორიტეტია კლივ ჯონსი (არის თუ არა ავტორიტეტი), არამედ ის, რომ ლექციების კურსი ადამიანის უფლებათა ქარგის მიხედვითაა შეკოწიწებული.


ესაა მისი უპირატესობა და მაღალი დანიშნულება!


შლაკსი მომავალი მოსწავლეების თანასწორუფლებიანობისთვის იბრძვის, რადგან სან ფრანცისკოს ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა 28 პროცენტი მიიჩნევს, რომ არატრადიციული სექსორიენტაციისაა ან ჯერჯერობით ვერ გაურკვევია, გოგოა თუ ბიჭი. ეს ქალბატონი (ან პირიქით) დაეხმარება, გაარკვიონ, ვინ ვინ არის და დაიცავს მათ უფლებებს. მით უფრო, რომ ქალაქსა და შტატში ამ კუთხით საკმაოდ არეული ვითარება იყო ისტორიულად, ხოლო ჰომოსექსუალური ურთიერთობების რეგისტრაციის პრობლემა დღემდე ვერ მოუწესრიგებიათ. 2004 წელს სანფრანცისკოს მერად აირჩიეს გევინ ნიუსომი, რომელიც მამათმავლებს, როგორც მოესურვებოდა, ისე აძლევდა ერთნაირსქესიანთა დაქორწინების ცნობას. კალიფორნიაში ამგვარი კავშირები მხოლოდ 2013 წელს გააოფიციალურეს.


ნიუსომის ნებართვით გაცემული ცნობები შტატის კანონების დარღვევად იქნა მიჩნეული და გააუქმეს. ამას მოჰყვა სასამართლო დავები, რომლებიც მოსარჩლეთა (მამათმავალი წყვილების) გამარჯვებით დამთავრდა.


აქაურმა სამართალმა პური ჭამა _ პურს ნუ დაარქმევთ, ოღონდ.


გრანტები ლგბტ პროპაგანდისთვის


მკითხველს უთუოდ დააინტერესებს, საიდან ფინანსდება ასე გახშირებული მამათმავლური არასამთავრობო ორგანიზაციები სახელწოდებით "იდენტობა".


ამ თემას გაკვრით ეხება ბრიტანეთის ცენტრალური გაზეთის _ "გარდიანის" წლევანდელი 16 იანვრის ნომრის წერილი. სტატიაში ნათქვამია, რომ მანჩესტერში გაიხსნა სპეციალური სკოლა ისეთი ბავშვებისთვის, რომლებმაც საკუთარი თავი ჰომოსექსუალებად, ლესბოსელებად, ტრანსგენდერებად ან ბისექსუალებად მიიჩნიეს. გაზეთის აზრით, ბოლო ხანს ბრიტანეთში იზრდება შეშფოთება ლგბტ-მოსწავლეების დისკრიმინაციის შემთხვევების გამო კლასელებისა და მასწავლებლების მხრიდან, რაც დაუშვებელიაო. ამიტომ ქალაქის მერიამ გამოუყო 63 000 გირვანქა სტერლინგი ლგბტ ახალგაზრდული ჩრდილო-დასავლეთის ასოციაციას ახალი ცენტრის დასაარსებლად. ეს ცენტრი მომავალში შეიძლება გადაკეთდეს საერთო-საგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებად.


ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა ემილია ლიმ დაადასტურა, რომ მისმა ორგანიზაციამ მართლაც მოიგო მერიის გრანტი აღნიშნული თანხის ოდენობით ახალი საკონსულტაციო-განმანათლებლური ცენტრის დასაფუძნებლად.


ემილია ლიმ ისიც განაცხადა, რომ ცენტრი სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში აპირებს მანჩესტერის 10 000 მოსწავლის ჩართვას. ეს პროგრამებია: "ლგბტ ისტორია" და (მიაქციეთ ყურადღება!) სპეციალური მეცადინეობები ლგბტ თემაზე მშობლიური ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, უცხო ენის, ბუნებისმეტყველების, ფიზკულტურისა და სხვა გაკვეთილების მსვლელობისას(!).


საბავშვო ცენტრი, რომელიც 12 წელს მიღწეული ჰომოსექსუალებისა და ლესბოსელებისთვის არის განკუთვნილი, მუშაობს კვირაში 2 დღეს _ სამშაბათობით (19:30 საათიდან 22:00 საათამდე) და შაბათობით (15:00 საათიდან 19:00 საათამდე). ამ დროს ჰომოსექსუალ ბავშვს შეუძლია, ისაუბროს მისთვის საინტერესო საკითხებზე უფროს და გამოცდილ სპეციალისტთან.


ახალგაზრდული ლგბტ-ცენტრები დღეს მთელ "ცივილიზებულ სამყაროშია" გახსნილი. საიდუმლო არ არის, რომ ამ ადგილებში გამოცდილი, გახრწნილი ადამიანები პოულობენ ნორჩ პარტნიორებს თავიანთი გაუკუღმართებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.


2009 წელს თელ-ავივში ერთ-ერთ ასეთ ცენტრში შევიდა სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი და ავტომატის ჯერით დაცხრილა იქ შეკრებილები; 2 ადამიანი დაიღუპა, 15 _ დაიჭრა. ტერორისტმა აღიარა, რომ დანაშაულის მოტივად იქცა ის გარყვნილი ქმედება, რომელიც ხდებოდა ამ ცენტრში და რომელშიც ჩაითრიეს მისი უახლოესი ნათესავი.


საიდან მოდის ავი ზნე?


უთუოდ იმ დოქტრინიდან, რომელიც აშშ-მა თავის დროზე საფუძვლად დაუდო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ლაშქრობას. ამ დოქტრინის პრინციპების ეფექტიანობა სუპერსახელმწიფოების დაპირისპირების პერიოდში მოსინჯეს ამერიკელებმა, შემდეგ თანდათან მსოფლიოს "ჯიუტ სახელმწიფოებზე" გამოსცადეს და ახლა, როგორც ჩანს, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებენ.


დალესის დოქტრინის სახელით ცნობილი პროგრამის ამოსავალი დებულება ასეთია:


"ყველაფერი, რაც გაგვაჩნია, ოქრო სრულად, მატერიალური სიმძლავრეები და რესურსი, უნდა მივმართოთ ადამიანების გამოსათაყვანებლად და გამოსაყეყეჩებლად. ადამიანის ტვინი, ადამიანის შეგნება ცვლილებისკენ არის მიდრეკილი. რუსეთში ქაოსს რომ დავთესთ, მათ ღირებულებებს შეუმჩნევლად შევცვლით ყალბი ღირებულებებით... ვიპოვით ჩვენს თანამოაზრეებსა და მოკავშირეებს თვით რუსეთში..."


ეს ყველაფერი მიმართული იქნება "დედამიწაზე ყველაზე უფრო დაუმორჩილებელი ხალხის" _ რუსების დასაღუპად, "მისი თვითშეგნების საბოლოოდ ჩასანავლებლად".


დოქტრინის ავტორი მიიჩნევდა, რომ საბჭოთა კავშირის დასამარცხებლად, საჭიროა, ადამიანებს თავში ჩაუტენონ "სექსის, ძალადობის, სადიზმის, ღალატის, ერთი სიტყვით, ყოველგვარი უზნეობის კულტი". დღეს მთელი ეს თაიგული თანამემამულეების წინააღმდეგ მიმართა აშშ-ის ლგბტ-ძალადობის მამათმავლურმა პროპაგანდისტულმა მანქანამ.


რას გადავურჩით...


გადავურჩით ამ მღვრიე ნაკადის მთელი ძალით შემოტევას, იმ ზნეობრივ გაუპატიურებას, რომელსაც პრეზიდენტყოფილი "პატრიოტთა ბანაკებიდან" იწყებდა.


სააკაშვილის ვითომ საღლაბუცო მოწოდება წესიერი ოჯახებიდან ბანაკებში მიყვანილი მოზარდების მიმართ, _ ბუჩქებში გადადითო, იყო პირველი ნიშანი, რომელსაც მამათმავლობის დიდი შტორმის მეცხრე ტალღა უნდა მოჰყოლოდა.


წერილის დასაწყისში გაცნობეთ, რომ ამერიკელებმა ბოისკაუტებს მწვრთნელებად მამათმავლები მიუჩინეს. ამერიკის გასახრწნელად.


სააკაშვილისთვის რომ დაევალებინათ იმ ჩვენს "პატრიოტთა ბანაკებში" იმავეს გაკეთება, უარს ეტყოდა თუ ვერ გაბედავდა?!


დრო არ იყო მაშინ ამის თქმისა და ქმნის. როცა დრო დადგა, უკვე დაგვიანებული იყო: მიშას ფეხი ამოუკვეთეს საქართველოდან.


ძრწოდე, უკრაინავ! რაც საქართველოში ვერ მოახერხა, "ნეჟალეზნაიას" მოუთავებს და ოდესიდან დაიწყებს.


სააკაშვილის ბუჩქომანიას ჩვენ კი გადავურჩით, მაგრამ (ყურადღება!) ამერიკაში "სხვა რაკურსით" იბარტყა: 31 ივლისს სააგენტო Metro-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ (ტექსტი სიტყვასიტყვითი ასე ითარგმნება): "ამერიკის კონეკტიკუტის შტატის პოლიციამ დააკავა 81 წლის უოლეს ბერგი იმის გამო, რომ იგი თავის ბაღში ბუჩქთან სექსით იყო დაკავებული". მოხუცი დააპატიმრეს უხამსი ქმედებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით. შემდეგ 10 ათასი დოლარის გირაოს ფასად გაათავისუფლეს.


აქვე შეკითხვა: მამათმავლობის აქტის აღსრულების დროს თავზე რომ დადგომოდნენ, დააპატიმრებდნენ?!


ამერიკამ რომ გააუქმა წესი, ბოისკაუტების რიგები 18 წელს მიღწეულ მამათმავლებს აუცილებლად უნდა დაეტოვებინათ, ამით ზრდასრულ პედოფილებს ჩააბარა ყმაწვილების ბედ-იღბალი, საშუალება მისცა მცირეწლოვანებზე გავლენის მოხდენის, თავიანთ აზრსა და ცხოვრების წესზე მოქცევის.


აბა, წარმოიდგინეთ, კიმუნისტების დროს პარტიის საკავშირო ცენტრალურ კომიტეტს რომ მიეღო გადაწყვეტილება პიონერთა ბანაკებში მოზრდილი მამათმავლების მიმაგრების შესახებ...


ვერ წარმოიდგენთ!


აშშ-ის "ცეკამ" კი ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, დაადგინა, დააკანონა. გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, ასეთ დასავლურ ღირებულებებს ვესწრაფით?!


ეს შენიშვნა შეიძლება ხანგრძლივი პროპაგანდისტული მსჯელობის საგანი გავხადოთ, მაგრამ ღირს კი?!


ყველაფერი ისედაც ნათელია.


გარდატეხის მომენტი


კიდევ ერთი მაგალითი ბრიტანეთიდან, სადაც ცდილობენ, პრაქტიკულად აითვისონ ჰომოსექსუალიზმის მკურნალობის ახალი მეთოდი ელექტოშოკით.


პრესა ირონიანარევი ტონით იტყობინება, რომ "ბრიტანელმა მეცნიერებმა მსოფლიო გაახარეს ასი წლის წინანდელი მორიგი აღმოჩენით, რომლის თანახმად, ჰომოსექსუალიზმი დაავადებაა". მაშასადამე, ადამიანის განკურნება ამ სენისგან ისევე აუცილებელია, როგორც ყველა სხვა დაავადებისგან. მედიცინა ვალდებულია, მონახოს განკურნების გზები და საშუალებები.


"ფსიქოლოგიურ დახმარების ერთ-ერთი ცენტრის მიერ განხორციელებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გაერთიანებული სამეფოს ექიმთა პერსონალის ერთი მეხუთედი დარწმუნებულია, რომ ეს ავადობა იკურნება. უფრო მეტიც, ზოგიერთი ფსიქოლოგი უკვე გამოცდის მეთოდიკას, რომელზეც მსჯელობს ტოლერანტული საზოგადოებაც და მთავრობაც", _ ნათქვამია ერთ საგაზეთო წერილში.


მაიკლ დევიდსონს ლონდონში იცნობენ, როგორც ერთ-ერთ აქტიურ მებრძოლს გეილობის წინააღმდეგ. სამი წლის წინათ მან მამათმავლობის საწინააღმდეგო სარეკლამო კამპანია მოაწყო: რამდენიმე, ავტობუსზე განათავსა შესაბამისი შინაარსის პლაკატები. გეებმა, რა თქმა უნდა, ჩამოხიეს, დევიდსონის გვარი კი ლგბტ-თა მტრების სიაში შეიტანეს. მაიკლი ამან არ შეაშინა და შექმნა ახალი ცენტრი მათ დასახმარებლად, ვინც თავისივე სქესის ადამიანებისადმი ამჟღავნებს ლტოლვას.


დევიდსონი დარწმუნებულია, რომ ჰომოსექსუალიზმი იკურნება, რომ ნორმიდან ამ გადახრის მქონე ადამიანების რეკლამირება კი არ არის საჭირო, არამედ ექიმების დახმარებით "ნორმაში დაბრუნება".


_ პოზიციის შენარჩუნება იოლი არ იყო, _ ამბობს მაიკლდ დევიდსონი, _ მაგრამ ჩემთვის უმთავრესია ოჯახი _ ჩემი ცოლი და ჩემი შვილები, მათი მომავალი. სწორედ ისინი დამეხმარნენ მოძალებული პრობლემების გადალახვაში.


ამ კაცს უნდა უმადლოდეს ათობით ოჯახი გადარჩენას. დევიდსონი მიიჩნევს, რომ გეებად არა მხოლოდ იბადებიან, არამედ ხდებიან კიდეც. მის ცენტრში გზათა გასაყარზე მდგარ კლიენტებს ასწავლიან, როგორი ურთიერთობა უნდა დაამყარონ მათივე სქესის ადამიანებთან, რათა არ ჩაეშვან გარყვნილების ჭაობში. ექსპერტები მზად არიან, შეათვისებინონ ნორმები, რომლებიც მათ (კლიენტებს, პაციენტებს) ააცილებთ შესაძლო ფლირტს.


ასეთია რეალური ვითარება აღნიშნულ ცენტრში, მაგრამ გაერთიანებული სამეფოს ბევრი მედიკოსი ამ საინტერესო ექსპერიმენტის შესახებ დუმილს ამჯობინებს, არაფერს ამბობს აქ გამოყენებულ ფსიქოლოგიურ მეთოდებზე.


_ ექიმები ძალიან შეშინებულები არიან, ვერ ბედავენ ამ თერაპიის არა მხოლოდ გამოყენებას, არამედ შეთავაზებასაც კი. ასეთი "თვითნებობა" სამსახურიდან მათი დათხოვნის საფუძველი შეიძლება გახდეს.


თვით პიტერი პენსიაზეა და "თავისუფალი თვალსაზრისის" გამო ლიცენზიის ჩამორთმევა არ ემუქრება, მაგრამ მისი ახალგაზრდა კოლეგებისთვის სამუშაო ადგილის დაკარგვა სავსებით რეალური პერსპექტივაა, რადგან, როგორც პრესა იუწყება, მთავრობა პრინციპულად სხვა პოზიციაზე დგას.


პოზიციების განსხვავებულობა მართლაც რადიკალურია: თუ ერთი მხარე (პიტერ დევიდსონი) მიიჩნევს, რომ მამათმავლობა იკურნება, მისი მოწინააღმდეგენი ლგბტ-ის მომხრეთა დაჯგუფებიდან და, მათ შორის, მთავრობაც დარწმუნებულია, რომ ფსიქოლოგმა უნდა ასწავლოს ადამიანს, აღიქვას და მიიღოს საკუთარი თავი ისეთად, როგორიც არის და არ იფიქროს მის გარდაქმნაზე, ანუ დარჩეს მამათმავლად; ხოლო მეთოდები, რომლებსაც დევიდსონი გამოიყენებს, საეჭვოა და საშიშიც კი. ელექტროშოკი, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიყენება, _ აცხადებს აღშფოთებული ფსიქოლოგი, _ იწვევს სირცხვილის განცდას და სუიციდისკენ (თვითმკვლელობისკენ) მისწრაფების მიზეზიც კი შეიძლება გახდეს.


ამბობს, მაგრამ მაგალითებს ვერ ასახელებს, რადგან ასეთი ფაქტები ბუნებაში არ არსებობს.



უცხოური პრესის მასალების მიხედვით



P.S. შარშან ფსიქიატრების სამეფო კოლეჯმა ოფიციალურად აღიარა, რომ ადამიანის სექსუალური ორიენტაცია შეიძლება შეიცვალოს. მაშასადამე, ადამიანი შეიძლება, არა მხოლოდ გეი (მამათმავალი) გახდეს, არამედ ნორმალურ მდგომარეობასაც დაუბრუნდეს.





წყარო: geworld.ge, არმაზ სანებლიძე



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016