ჟურნალმა "თაიმმა" ყველა დროის და ხალხების ყველაზე მდიდარი ადამიანების სია გამოაქვეყნა. ავტორები ირწმუნებიან, რომ სია სიღრმისეული კვლევის შედეგად შეადგინეს.
მეათე ადგილზე ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში გავიდა ჩინგის ხანი.
მეცხრე ადგილზე გავიდა ბილ გეითსი, რომლის ქონებაც 78,9 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მერვე ადგილზე ბრეტონელი რაინდი ალენ ჟღალი მოხვდა. ის 1093 წელს გარდაიცვალა და მისი ქონება 11 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენდა. დღევანდელი კურსით, მის აქტივში 194 მილიარდი ამერიკული დოლარი იქნებოდა.
მეშვიდე ადგილზე კომპანია "სტანდარტ ოილის" დამფუძნებელი ჯონ როკფელერი მოხვდა.
მეექვსე ადგილი კომპანია US Steel-ს მფლობელმა, ყველა დროის ყველაზე მდიდარმა ამერიკელმა ენდრიუ კარნეგიმ დაიკავა.
სიაში მეხუთე ადგილზე მოულოდნელად აღმოჩნდა იოსებ სტალინი. რეიტინგის ავტორები ამას იმით ხსნიან, რომ სტალინი აკონტროლებდა უმდიდრეს ქვეყანას და შეეძლო ჰქონოდა ყველაფერი, რასაც მოისურვებდა.
იგივე მიზეზით მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა აკბარი, მონღოლეთის დიდი იმპერიის ფადიშაჰი.
ლიდერების სამეულს ხსნის ჩინელი იმპერატორი შენ ცუი, რომელიც 1085 წელს გარდაიცვალა.
ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტულს ერთი ნაბიჯით ჩამორჩა იმპერატორი ავგუსტ ოქტავიანი, რომელიც რომის იმპერიას მართავდა. ეკონომისტების აზრით, მისი ქონება
4,6 ტრილიონი ამერიკული დოლარი იყო.
და ბოლოს, ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში იყო მანსა მუსა, მალის სახელმწიფოს მმართველი, რომელიც 1280-დან 1337 წლამდე ცხოვრობდა. როგორც "თაიმი" წერს, მისი სიმდიდრე აღწერას არ ექვემდებარება.
ისტორიკოსები თვლიან, რომ მუსას სახელმწიფო ყველაზე მსხვილი ოქროს მწარმოებელი იყო მსოფლიოში. მეცნიერებმა მისი ქონების ზუსტი დათვლა ვერ შეძლეს, მაგრამ თვლიან, რომ ამ ადამიანის ხარჯებმა ეგვიპტეში ფინანსური კრიზისი გამოიწვია.
წყარო: ambebi.ge