reportiori.ge - ნიკა გვარამია: ეს იქნება ფართომასშტაბიანი სამართლებრივი ომი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:34
მედია
ნიკა გვარამია: ეს იქნება ფართომასშტაბიანი სამართლებრივი ომი!
ავტორი:
07 აგვისტო, 2015. 17:30


„ეს იქნება ფართომასშტაბიანი სამართლებრივი ომი" - ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავი 2-ის დაბრუნებისთვის დაწყებული სასამართლო დავის შესახებ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია განცხადებას აკეთებს:


"ჩვენ ამას გავასაჩივრებთ და ეს იქნება ფართომასშტაბიანი სამართლებრივი ომი, მაგრამ არა მხოლოდ სამართლებრივი - სხვა მეთოდებიც გვაქვს, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ იმიტომ, რომ ეს არაა მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში მიმდინარე დავა - მოდავე მხარის ინიციატივით. მოდავე მხარე არაა მხოლოდ ქიბარ ხალვაში და მოდავე მხარე არის ხელისუფლება," - განაცხადა გვარამიამ.


ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით სასამართლო ხელისუფლებას მოუწოდებს ხელი არ მოაწერონ უკანონო გადაწყვეტილებებს.


"რუსთავის 2 საქმე არის ეგზისტენციალური მნიშვნელობის ქართული დემოკრატიისთვის, ამიტომ ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც ხელს მოაწერს უკანონო გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის საქმეზე, მოაწერს საკუთარ პროფესიულ სიკვდილზე ხელს", - აცხადებს გვარამია.


შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2"-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, "რუსთავი 2"-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა. პრესკონფერენციაზე გაჟღერდა, რომ  ქიბარ ხალვაშის სარჩელი "რუსთავის 2"-ის პარტნიორთა წინააღმდეგ სასამართლოში 4 აგვისტოს შევიდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016