reportiori.ge - ზვიად სიჭინავა: ალბათ, დავუბრუნდები მშობლიურ ზუგდიდს, სადაც ბევრი რამ არის გასაკეთებელი...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:41
სპორტი
ზვიად სიჭინავა: ალბათ, დავუბრუნდები მშობლიურ ზუგდიდს, სადაც ბევრი რამ არის გასაკეთებელი...
ავტორი:
10 აგვისტო, 2015. 10:53


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ შესაძლოა მან მომავალ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს და ზუგდიდში დაბრუნდეს.


"დავრჩები თუ არა ფეხბურთში? არ ვიცი. თურმე არაფერი გამიკეთებია ფეხბურთში და არ მინდა, ფედერაცია იქნება თუ კლუბი, იქაც "გავაფუჭო" საქმე. ალბათ, დავუბრუნდები მშობლიურ ზუგდიდს, სადაც ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ქართულ ფეხბურთში 250 მილიონი ლარის ჩადება იგეგმება! მე არა ვარ ქართული ფეხბურთის მტერი და მხარს დავუჭერ ნებისმიერ კანდიდატს, ვისაც სახელმწიფო ამხელა თანხას ანდობს. რეალური პროექტია თუ არა? ამის გადამოწმება მარტივია: სექტემბერში პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი შევა და როცა წავიკითხავ, რომ 2016 წელს ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის 250 მილიონია განსაზღვრული, ორივე ხელით დავუჭერ მხარს სახელმწიფოს ფავორიტ კანდიდატს. ბიუჯეტში 250 მილიონის ამბავს რომ წავიკითხავ და მეტყვიან, სახელმწიფო ამ თანხას პეტრე პეტრიაშვილს ანდობსო, მაშინვე პეტრე პეტრიაშვილის დროშას დავიჭერ! მე ვერაფერი გავაკეთე? მხარს ვუჭერ კაცს, რომელიც 250 მილიონს მოიტანს ქართულ ფეხბურთში! როცა ეს ყველაფერი დაზუსტებით იქნება გადაწყვეტილი, პრეზიდენტობის სხვა მსურველებს ვურჩევ, კაცობა გამოიჩინონ და კანდიდატურა მოხსნან. სახელმწიფო მე ნამდვილად არ მანდობს 250 მილიონს", - განაცხადა სიჭინავამ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016