reportiori.ge - ნიკა ნიკვაშვილი: უცხოელი მსმენელი გაცილებით უკეთ იღებს იმ მუსიკას, სადაც ჩემი გენეტიკა და ჯიში იგრძნობა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 08:16
პრეს-დაიჯესტი
ნიკა ნიკვაშვილი: უცხოელი მსმენელი გაცილებით უკეთ იღებს იმ მუსიკას, სადაც ჩემი გენეტიკა და ჯიში იგრძნობა
ავტორი:
11 აგვისტო, 2015. 12:40


ახალგაზრდა, პროფესიონალი მუსიკოსი ნიკა ნიკვაშვილი მოსკოვში მოღვაწეობს. ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა და მიაჩნია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულად ნიჭიერი ერი ვართ. ნიკა პირველი ქართველია, ვინც სულ ახლახან პარიზის კონსერვატორიის სტუდენტი გახდა.

 


სადაც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა აკეთებდე, შენი ქვეყნის სახე ხარ და არ გაქვს უფლება, არ იყო ღირსეული. შენი ქმედებით სიყვარული უნდა დაიმსახურო და ამით პატივი სცე შენს ქვეყანას, მის კულტურასა და ხალხს.

 


ხუთი წელია, მოსკოვში ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ. რუსეთში ჩემი პუბლიკა მყავს.  მათგან უდიდეს მხარდაჭერას, სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ.  მართალია, ძალიან რთულია უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება, მაგრამ მოსკოვში მე ჩემი თავი აღმოვაჩინე. ამ ქალაქში ჩემი ოცნებები ახდა.  აქ ჩამოსულმა ნულიდან დავიწყე ყველაფერი და დღეს ბედნიერი ვარ.

 


ბევრი შრომის ფასად მივაღწიე იმას, რაც დღეს მაქვს. დიდი ენერგიის დაუხარჯავად წარმატებას ვერ ვაღწევ. დიდი სიამოვნებაა, როცა პუბლიკას უყვარხარ, მათთვის უკრავ და ისინიც გრძნობენ, შენს დამოკიდებულებას.  

 



ახლა საფრანგეთში მომიწევს ცხოვრება, რადგან კონსერვატორიის სტუდენტი გავხდი. იქაც, როგორც რუსეთში, ნულიდან ვიწყებ ყველაფერს, მაგრამ არ მეშინია. აქ იმხელა გამოცდილება მივიღე, ევროპაში აუცილებლად გამომადგება. 
სიახლეების არ მეშინია. ცხოვრებაში, დრო და დრო, ახალი ემოციის, შთაბეჭდილებების მიღება აუცილებელიცაა. ახალი ქვეყანა გაძლევს საშუალებას, მეტი გამოცდილება მიიღო და ახალი შექმნა.

 


მე მუსიკით შემიძლია, ადამიანს ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს, უსიტყვოდ ავუხსნა სიყვარული და გამოვხატო ის გრძნობები, რასაც მის მიმართ განვიცდი. რასაც სცენაზე ვუკრავ და ვასრულებ, გულიდან მოდის. შემოქმედმა სულში ემოცია არ უნდა დაიტოვო, მთლიანად უნდა გასცე, ბოლომდე დაიხარჯო და იმავეს მიიღებ ხალხისგან.  

 


საქართველო უნიჭიერესი ქვეყანაა. თუმცა ზოგჯერ ტელევიზიით მინახავს მომღერალი, რომელიც კაცმა არ იცის, რას მღერის, ეს საშინელებაა. უცხოეთში ყველას ვუხსნი, რომ ჩვენ ასეთები არ ვართ, იცით, როგორი მომღერლები და კომპოზიტორები გვყავდნენ-მეთქი, თავის მართლება მიწევს. სამწუხაროდ, საქართველოში ესტრადამ, განვითარების ნაცვლად, დეგრადაცია განიცადა.

 


უცხოელი მომღერლის კოპირებით ვერც ერთი ქართველი მომღერალი უცხო ქვეყანაში წარმატებას ვერ მიაღწევს. სჯობს, უცხოელ მაყურებელს აჩვენო, ვინ ხარ, საიდან მოდიხარ, რა გემოვნება გაქვს და რა მდიდარი გენეტიკა. წელს, მინიმუმ, ას დიდ საკონცერტო დარბაზში გამოვედი და არსად დამიკრავს უცხო ავტორის მუსიკა. იმიტომ კი არა, რომ პროტესტი მაქვს, უბრალოდ, გამოვდივარ და ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებს ვუკრავ. უცხოელი მსმენელი გაცილებით უკეთ იღებს იმ მუსიკას, სადაც ჩემი გენეტიკა და ჯიში იგრძნობა.

 

 


ჩვენი ქვეყნისა და მუსიკის პოპულარიზაციას უნდა ვეცადოთ და არა უცხოელების მიბაძვით თავის დამკვიდრებას. ვგიჟდები ჩემს ქვეყანასა და ხალხზე და მინდა, უკეთესები ვიყოთ. 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: funtime.ge, ნონა დათეშიძე

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016