reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი: დიდგორი ჩვენი ქვეყნის სიძლიერის, თავისუფლების და გამარჯვების სიმბოლოა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:36
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: დიდგორი ჩვენი ქვეყნის სიძლიერის, თავისუფლების და გამარჯვების სიმბოლოა!
12 აგვისტო, 2015. 11:46


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ პატივი მიაგო სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს, რომლებმაც სამშობლოსთვის თავი გასწირეს და დიდგორობის დღესასწაულის სტუმრებს მიმართა.


 

ერი თავის გმირებში პოულობს თავის სულსა და გულს, თავის მწვრთნელს, თავის ღონეს და შემძლეობას, თავის ხატსა და მაგალითს, - ბრძანა დიდმა ილიამ. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დიდგორი ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული მყარი საფუძველია, რომელზეც მტკიცე და წარმატებული სახელმწიფო უნდა ავაშენოთ. ჩვენ, დავით აღმაშენებლის მებრძოლების შთამომავლებს, შეუპოვრობა და თავდადება გვმართებს. მეგობრებო, ჩვენი დიდგორი გრძელდება, და ჩვენ ვალდებულნი ვართ, თავდაუზოგავად ვიბრძოლოთ საქართველოს მთლიანობისთვის, ჩვენი სამშობლოს ბედნიერი მომავლისთვის.


ჩვენ შევქმნით ისეთ ქვეყანას, სადაც ჩვენი ერთიანობით და შრომით გავაძლიერებთ ქართულ სახელმწიფოს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.



დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივით გასულ წელს დაწესდა სახელმწიფო ჯილდო - დიდგორის ჯვრის ორდენი", რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს გადაეცემათ.



წელს ორდენით მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე, კაპრალი ნიკა კილანავა და კაპრალი გიორგი ცხვედიანი დაჯილდოვდნენ. სახელმწიფო ჯილდოები მათ პრემიერმა გადასცა.


დიდგორობის დღესასწაულს მთავრობის მეთაური მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016