ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და პარლამენტარებს მიმართავს და სთხოვს, რომ კანონში შევიდეს მუხლი, რომლის მიხედვითაც პატრიარქის მიზანმიმართული შეურაცხყოფა დასჯადი გახდება.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ქალბატონო თეა წულუკიანო, ძვირფასო პარლამენტარებო გთხოვთ, იზრუნოთ იმაზე, რომ კანონში შევიდეს მუხლი, რომლის მიხედვით პატრიარქის მიზანმიმართული შეურაცხყოფა გახდება დასჯადი.
მესმის რომ თქვენს მიმართაც არაერთხელ გამოუთქვამთ შეურაცხმყოფელი ფრაზები, დაუმსახურებლად, მაგრამ თქვენ გამოდიხართ ტელეეთერით, რაღაც დონეზე პასუხს სცემთ, ხანდიხან სასამართლოშიც ჩივით თქვენი უფლებების დასცვად, მაგრამ პატრიარქი არც ერთს გააკეთებს ოდესმე და არც მეორეს.
ამ ქვეყანის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ვართ მართმადიდებელი ქრისტიანები და პატრიარქის შეურაცხყოფა არის ჩვენი შეურაცყხოფა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მაინცდამაინც იეღოველები, ან გადაგვარებული სექსუალური ორიენტაციის მქონეები უნდა ვიყოთ, რომ გაინძრეთ და რაიმე გააკეთოთ?! თუ თქვენ არ მიიღებთ შესაბამის ზომებს, ერთ მშვენიერ დღეს ყელში ამოგვივა და ამას გავაკეთებთ ჩვენ!" - წერს მიქიაშვილი „facebook"-გვერდზე.
შეგახსენებთ, გუშინ ჟურნალისტმა ნათია კობერიძემ კომენტარი გააკეთა ვიდეოზე, სადაც პატრიარქს მრევლი გზაზე ანთებული სანთლებით ხვდებოდა.
„ქრისტიანებო, რატომ არღვევთ მთავარ ცნებას და აკერპებთ ამ ადამიანს? მოქალაქენო, რატომ ეთაყვანებით ამ მოქალაქეს, რა გაგიკეთათ?"- დაწერა სოციალურ ქსელში ნათია კობერიძემ.