reportiori.ge - ზვიად სიჭინავას უეფამ 10-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 08:17
პრეს-დაიჯესტი
ზვიად სიჭინავას უეფამ 10-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა
ავტორი:
17 აგვისტო, 2015. 15:52


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, მალე პოსტს დატოვებს. არჩევნების თარიღი უკვე ცნობილია და ის სამ ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებამდე სიჭინავა პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს, მანამდე კი სფფ-ში აუდიტი შევა და დასკვნას დადებს.



ზვიად სიჭინავას განცხადებით, ის ფეხბურთიდან მიდის და მომავალ არჩევნებში კენჭისყრას აღარ აპირებს.



ექსკლუზიურად, „პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ზვიად სიჭინავას სამსახური უეფაში შესთავაზა, თანაც საკმაოდ ხანგრძლივად.



თუკი ზვიად სიჭინავა უეფას შეთავაზებას დასთანხმდება, ის აღნიშნულ უწყებასთან 10-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, სწორედ ასეთი პირობა შესთავაზეს სიჭინავას ნიონიდან.



უეფა სიჭინავას რომ ენდობა, ეს დიდი ხანია ცნობილია. სწორედ მისი უდიდესი დამსახურებაა ის, რომ საქართველოს დედაქალაქმა, თბილისმა, რამდენიმე დღის წინ უეფას სუპერთასს უმასპინძლა. მასპინძლობაცაა და მასპინძლობაც. თავად უეფას წარმომადგენლები, მოწვეული მაღალი რანგის სტუმრები, კლუბები და უბრალო გულშემატკივრები, ერთხმად აღიარებენ იმას, რომ ამ ივენთმა საკმაოდ მაღალი ქულები მოუტანა საქართველოს უცხოელების თვალში.



გახსნის ცერემონიალიდან დაწყებული, უმნიშვნელო დეტალით დასრულებული, ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო შესრულებული. სფფ-სთან ერთად, სუპერთასის ორგანიზებაში სახელმწიფოც გახლდათ ჩართული.



მაგდა კლდიაშვილი, გაზეთი "პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016