reportiori.ge - რამაზ საყვარელიძე: მარგველაშვილი ცდილობს, რაც შეიძლება დამოუკიდებელ ინსტიტუტად აქციოს პრეზიდენტის ინსტიტუტი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 08:54
პრეს-დაიჯესტი
რამაზ საყვარელიძე: მარგველაშვილი ცდილობს, რაც შეიძლება დამოუკიდებელ ინსტიტუტად აქციოს პრეზიდენტის ინსტიტუტი
ავტორი:
18 აგვისტო, 2015. 15:17


ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ ახალ თაობასთან" ინტერვიუში ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით გაჩენილ ბრალდებაზე, თითქოს ის ოპოზიციაში გადაბარგდა.



საყვარელიძის თქმით, ეს მოსაზრება პოლიტიკური ჭიდაობის შედეგად გაჩენილი ფორმულაა. რადგან ოპოზიციაში გადაბარგება უფრო სხვა რამ არის, ვიდრე ხელისუფლების კრიტიკა.




ოპოზიციას აქვს, კრიტიკულობის გარდა, ერთი არსებითი ნიშანი - იგი იბრძვის ძალაუფლებისთვის. პრეზიდენტი ისედაც ხელისუფლების პირველი პირია და მის უკან არანაირი პოლიტიკური ორგანიზაცია არ დგას. ძალაუფლებსთვის ბრძოლა ამ შემთხვევაში ოდიოზური ბრალდება იქნება. მარგველაშვილს ეს არაერთხელ განუცხადებია. ამდენად, მისი ოპოზიციად განხილვა ნამდვილად შეუძლებელია. ის, რომ რიგ შემთხვევებში, მისი პოზიცია და ოპოზიციის პოზიცია ემთხვევა ერთმანეთს, არ არის გადამწყვეტი, რადგან ანალოგიური სიხშირით ემთხვევა მისი პოზიცია და ხელისუფლების პოზიცია.

 

 

მარგველაშვილი ცდილობს, რაც შეიძლება დამოუკიდებელ ინსტიტუტად ამყოფოს პრეზიდენტის ინსტიტუტი. ის ცდილობს, რომ მისი დამოუკიდებლობა ამ დაპირისპირების ხარჯზე გამოკვეთოს. არ არის გამორიცხული, დრო რომ გავა, ჩვენ კმაყოფილები ყოთ მარგველაშვილის ამ ბრძოლისა. იმიტომ, რომ უფრო ძლიერი ინსტიტუტი მივიღოთ პრეზიდენტის, ვიდრე ჩაფიქრებული იყო არჩევნების დროს." - აცხადებს საყვარელიძე „ახალ თაობასთან" ინტერვიუში.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016