reportiori.ge - ჯონდი ბაღათურია: ტელეკომპანიების ძალადობრივი გზებით წართმევა სააკაშვილის მოგონილია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:03
პოლიტიკა
ჯონდი ბაღათურია: ტელეკომპანიების ძალადობრივი გზებით წართმევა სააკაშვილის მოგონილია!
19 აგვისტო, 2015. 21:43


„კარგი იქნებოდა, ასეთი კომენტარები მაშინ  მოგევსმინა, როცა ტელეკომპანია იმედში შეიჭრნენ და უკანონოდ წაართვეს მფლობელს!"- ასე ეხმაურება პარტია „ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია „რეპორტიორთან" საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლას ბერლინერის ტელეკომპანია რუსთავი 2"-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცახდებას.


„ან მაშინ მოგვესმინა ასეთი განცახდებები აშშ-ს მხრიდან,  როცა ეროსი კიწმარიშვილს წაართვეს ეს ტელეკომპანია, როცა ქიბარ ხალვაშს წაართევს ეს ტელეკომპანია. ტელეკომპანიების ძალადობრივი გზებით წართმევა სააკაშვილის მოგონილია და როცა ობიეტური და თავისუფალი ტელეკომპანიები ჰაერივით საჭირო იყო, მაშინ ასეთი განცხადებები არ კეთდებოდა და დღეს, როცა ასეთ განცხადებას ვისმენ - ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა ჯონდი ბაღთურიამ.


ცნობისთვის: ამერიკის შეერთეული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა  ნიკოლას ბერლინერმა Media.ge-თან გაკეთებულ კომენტარში, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:


ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მიაჩნია, რომ სიტყვისა და პრესისთავისუფლება ჯანსაღი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ჩვენ დასაერთაშორისო თანამეგობრობა ვაფასებთ საქართველოს ღია მედიაგარემოს, რომელიც რეგიონში სამაგალითოა. ამდენად, წუხილს იწვევს მოვლენების ისეთი განვითარება, რომელიც მედიის თავისუფლების საფრთხის ქვეშ დაყენების ანმედიაპლურალიზმის დარღვევის შთაბეჭდილებას ტოვებს.

 

რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ მიმდინარე  სასამართლო პროცესს  ყურადღებით ვაკვირდებით. მედიასაშუალების მონაწილეობით წარმართული ნებისმიერი სასამართლო პროცესი სამართლებრივი პროცედურების უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად უნდა წარიმართოს და ნებისმიერი ქმედება, რომელიც მედიასაშუალების თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობას ზღუდავს, ყურადღებით უნდა იქნას განხილული",- განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016