reportiori.ge - ლევან გოგიჩაიშვილი: ეს იგივეა, ფაშისტები გააცოცხლო და მათ დაიწყონ იმის მტკიცება, რომ მათი უფლებები იზღუდება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:31
ინტერვიუ
ლევან გოგიჩაიშვილი: ეს იგივეა, ფაშისტები გააცოცხლო და მათ დაიწყონ იმის მტკიცება, რომ მათი უფლებები იზღუდება!
ავტორი:
20 აგვისტო, 2015. 20:00


„რუსთავი-2"-ის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე კომენტარს ყოფილი პოლიტპატიმარი, ლევან გოგიჩაიშვილი აკეთებს.


-ბატონო ლევან, ტელეკომპანია „რუსთავი-2"-ის მხარდამჭერები ხმამაღლა აცხადებენ, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება იზღუდება და თქვენ რა აზრის ხართ?


-ვერ ვხვდები, რატომ ამბობენ ამას? სად ჩანს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა? „რუსთავი-2"-ის ჟურნალისტები მარტივად ახერხებენ ისაუბრონ იმაზე, რაც სურთ. თავად განსაჯეთ - მათ არავინ არაფერს უშლის და ამას დანახვა და აღიარება უნდა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა იყო ის, რაც 2007 წელს მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, როცა ავტომატიანი ხალხით შევარდა „იმედში" და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ტელეკომპანია მის მფლობელს წაართვა. თუ ვინმე მეტყვის, რომ ეს არ იყო სიტყვის თავისუფლების დარღვევა, გავჩუმდები. და ახლა სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიმაც ჩვენ და ჩვენი მეგობრები დაგვიჭირეს სწორედ სიტყვის თავისუფლების გამო. ეს იგივეა, ფაშისტები რომ გააცოცხლო და მათ დაიწყონ იმის მტკიცება, რომ მათი უფლებები იზღუდება.


-ბატონმა დავით მაღრაძემ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს წერილი მისწერა, სადაც უხსნის რა ხდება „რუსთავი-2"-თან მიმართებაში.


-გავეცანი ბატონი დათოს წერილს და მანამდე ელჩის განცხადებასაც. მგონია, რმ ნაჩქარევი იყო ეს განცხადება. წერილში ყველაფერი მარტივად და გასაგებად არის, ანუ იქ წერია ის, რაც ძალიან კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ.


ბათო ჯაფარიძე


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016