reportiori.ge - საუკუნის აღმოჩენა - უძველესმა წარწერამ შეიძლება დამწერლობის ისტორია შეიცვალოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 08:06
პრეს-დაიჯესტი
საუკუნის აღმოჩენა - უძველესმა წარწერამ შეიძლება დამწერლობის ისტორია შეიცვალოს
ავტორი:
25 აგვისტო, 2015. 10:20


"ეს არის სტაციონარული წარწერა, საკურთხევლის პოსტამენტზე ამოტვიფრული; სწორედ იმ ხალხის ნაწერი, რომელიც აქ ცხოვრობდა"


ამდენიმე დღის წინ საქართველო შეძრა არქეოლოგიურმა აღმოჩენამ იგოეთთან ახლოს, გრაკლიანის გორაზე. სავარაუდოდ, ნაპოვნია უძველესი წარწერა. სპეციალისტების განმარტებით, თუ დადასტურდება, რომ საკულტო ნაგებობის ნაშთებზე გამოსახული ძველისძველი, ერთი შეხედვით, ორნამენტის მსგავსი ხვეულები მართლაც წარწერაა და თანაც უძველესი ქართული, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ დამწერლობის ისტორია შეიცვლება.


"კვირის პალიტრა" არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელ ვახტანგ ლიჩელს ესაუბრა.


- ეს არის არქეოლოგიური ძეგლების მრავალფეროვნებითა და უზარმაზარი ქრონოლოგიური ჩარჩოთი გამორჩეულ მესამე ტერასაზე მდებარე ტაძრის საკურთხეველზე გამოსახული 2700 წლის წინანდელი წარწერა. ეს ამ პერიოდის ერთადერთი წარწერაა და განურჩევლად იმისა, როგორ გაიშიფრება, უკვე ცხადია, რომ ქართული დამწერლობის ისტორია 2700 წლის წინ იწყება, ანუ ამ დროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს დამწერლობის ორიგინალური სისტემა ჰქონდათ.

 

- ითქვა, თითქოს არამეულ დამწერლობას ჰგავს; ისიც ითქვა, რომ არამეულთან საერთო არაფერი აქვს...


- ვიდრე ტექსტი სრულად არ გაიშიფრება, დაბეჯითებით რამის მტკიცება ძალიან რთულია, მაგრამ მე არამეულთან მსგავსებას ვერ ვხედავ. ზუსტად მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ეს არის დამწერლობის ორიგინალური სისტემა, დამოუკიდებლად ჩამოყალიბებული დამწერლობის ნიმუში და იმდროინდელი ცივილიზაციების არეალში არსებულ არც ერთ დამწერლობას არ ჰგავს.

 

- ფიქრობთ, რომ ის ნამდვილად ადგილობრივ მოსახლეობას ეკუთვნის?


- ეს არის სტაციონარული წარწერა, საკურთხევლის პოსტამენტზე ამოტვიფრული; სწორედ იმ ხალხის ნაწერი, რომელიც აქ ცხოვრობდა.


- უცხოურ სამეცნიერო წრეებს თუ აცნობეთ ამ წარწერის ამბავი?


- ჰოლანდიაში გამოეხმაურნენ ამ ფაქტს.


- რა შეიცვლება დამწერლობის ისტორიაში, თუ დამტკიცდება, რომ ეს არქეოლოგიური აღმოჩენა მართლაც უძველესი წარწერაა?


- ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან გამოჩნდება აქამდე სრულიად უცნობი, ორიგინალური დამწერლობა. ზუსტად ძნელია თქმა, რამდენი ხანი დასჭირდება გაშიფვრას, რადგან ამისთვის ზოგჯერ რამდენიმე დღეც საკმარისია, ზოგჯერ კი წლებია საჭირო. ბევრ უძველეს ტექსტს დღემდე იკვლევენ, ერთი რამ კი ცხადია - რადგან ტაძარში აღმოჩნდა, ეს რელიგიური წარწერაა.


პ.ს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გრაკლიანში არქეოლოგიური გათხრები შეწყდა, რასაც არ ადასტურებენ არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, ვახტანგ ლიჩელი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ანთიძე.



ნიკა ანთიძე: სამწუხაროდ, ზოგიერთმა ტელეკომპანიამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა გრაკლიანში არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. ძეგლის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა სახელმწიფომ. ჯერ კიდევ 2014 წელს დავაფინანსეთ 50 000 ლარით არქეოლოგიური კვლევა-ძიება. ასევე 10 000 ლარი გამოიყო მუზეუმის კონცეფციისთვის, რომლის მიხედვითაც მუზეუმი უნდა მოეწყოს ღია ცის ქვეშ. არქეოლოგიური გათხრებისთვის წელს გამოიყო 100 000 ლარი და პრემიერ-მინისტრის თანხმობით 270 000 ლარი სამუზეუმო სივრცის მოსაწყობად. ეს არის არქეოლოგიური სამუშაოები და არა სამშენებლო, რომელიც ბოლომდე უნდა მიიყვანო. ჯერ მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ დროებით დაკონსერვდება სამუშაოები მომავალი სეზონამდე, რათა ძეგლს საფრთხე შეექმნას. ამასობაში მიმდინარეობს მუზეუმის მშენებლობა.





წყარო: kvirispalitra.ge, ეკა ლომიძე


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016