reportiori.ge - იმერეთის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტი არველაძესთან გარიგებას ადასტურებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 08:27
სპორტი
იმერეთის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტი არველაძესთან გარიგებას ადასტურებს
ავტორი:
27 აგვისტო, 2015. 19:00


რევაზ არველაძე დღევანდელი მდგომარეობით, დაბრკოლებების გარეშე უნდა გახდეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ფედერაციის საარჩევნო სუბიექტების ხმათა დიდი ნაწილი მას უკვე დაბევებული აქვს.



არველაძის მომხრეთა შორისაა ფეხბურთის რეგიონული ფედერაციები, რომლებმაც სფფ-ის მოქმედი გენერალური მდივნისადმი მხარდაჭერა საჯაროდ დააფიქსირეს.


თუმცა როგორც ჩანს, არველაძე მათ ბოლომდე მაინც არ ენდობა. ამის დასტურია ფედერაციაში მისული წერილები, სადაც ირკვევა, რომ იმერეთის ფედერაცია საკუთარ საარჩევნო  ხმას ოთარ კორღალიძეს გადასცემს, ხოლო გურიისა - გოჩა ტყებუჩავას.



ცნობისთვის, ორივე მათგანი რევაზ არველაძის ახლო მეგობარი და ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი თანამშრომელია. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ერთ-ერთმა საარჩევნო სუბიექტმა, ბავშვთა საარჩევნო სკოლების გაერთიანებმა საკუთარი ხმა რევაზ არველაძის ძმას, არჩილ არველაძეს „აჩუქა".



იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვალერი მანაგაძემ კი მოქმედ გენსეკს საკუთარი მხარდაჭერა „იმედის" საინფორმაციო პროგრამა „ქრონიკაშიც" დაუფიქსირა. 



„რევაზ არველაძეს ჩემგან ხმა უკვე მიღებული აქვს. მე ხომ მისი თანამშრომელი ვარ და არასწორად მოვიქცევი, თუ სხვაგვარ არჩევანს გავაკეთებ. რატომ უნდა თქვან ჩემმა შვილიშვილებმა, რომ მოღალატე ბაბუა ჰყავდათ", - განაცხადა მანაგაძემ, რომელიც არველაძემ სხვა რეგიონების საფეხბურთო თავკაცებთან ერთად მაისში ვარშავაში, ევროპის ლიგის ფინალზე დასაწრებად წაიყვანა.




 

 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016