Bravo Records-ის პრეზიდენტი ზაზა შენგელია, ქართველ მორაგბეთა მხარდასაჭერად ახალ ჰუმნს ავრცელებს, რომელიც Bravo Records-ის სტუდიაში ცაიწერა.
შეგახსენებთ, რომ „ბორჯღალოსნები" სექტემბერში ინგლისში მიემგზავრებიან, სადაც მსოფლიო თასის ფინალში მიიღებენ მონაწილეობას.
„საქართველოს რაგბის ნაკრები, ერთერთი ყველაზე ნათელი წერტილი დღევანდელ ქართულ სპორტში (და არა მარტო სპორტში), სექტემბერში ინგლისში მიემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო თასის ფინალში! ამ ბრწყინვალე ეროვნული ნაკრების გულშემატკივართა კლუბის, ''ყიჟინატორების'' ინიციატივით Bravo Records-ში ჩაიწერა გუნდის მხარდამჭერი შესანიშნავი ჰიმნი, რომლის ავტორია ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის" წევრი, შოთა დარახველიძე. ტექსტის ავტორი კი, საბა ლეკვეიშვილი. ჰიმნს ასრულებენ შოთა დარახველიძე (გიტარა, ბასი, ვოკალი), გიგა ჩიხრაძე (დრამი), გიორგი გაბრიელაშვილი (საყვირი). მელოდიის ჟანრი როკ-ენ-როლია.
ჰიმნში ყიჟინატორები გამოხატავენ დაფასებას და ერთგულ მხარდაჭერას ქართველი მორაგბეების მიმართ, რომელსაც გუნდის წევრები ნამდვილად იმსახურებენ ! მოისმინეთ და ისიამოვნეთ..."-აღნიშნავს შენგელია.