reportiori.ge - ვახტანგ ლიჩელი: გამოჩნდა აქამდე სრულიად უცნობი, ორიგინალური დამწერლობა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 02:43
კულტურა
ვახტანგ ლიჩელი: გამოჩნდა აქამდე სრულიად უცნობი, ორიგინალური დამწერლობა!
ავტორი:
28 აგვისტო, 2015. 02:50


„კვირის პალიტრა" გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილი უნიკალური დამწერლობის შესახებ წერს. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის,  ვახტანგ ლიჩელის განცხადებით, აღმოჩენილი უძველესი წარწერის გაშიფვრის შემდგომ, შესაძლოა საერთოდ დამწერლობის ისტორიის ნაწილი შეიცვალოს.


 

ეს არის არქეოლოგიური ძეგლების მრავალფეროვნებითა და უზარმაზარი ქრონოლოგიური ჩარჩოთი გამორჩეულ მესამე ტერასაზე მდებარე ტაძრის საკურთხეველზე გამოსახული 2700 წლის წინანდელი წარწერა. ეს ამ პერიოდის ერთადერთი წარწერაა და განურჩევლად იმისა, როგორ გაიშიფრება, უკვე ცხადია, რომ ქართული დამწერლობის ისტორია 2700 წლის წინ იწყება, ანუ ამ დროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს დამწერლობის ორიგინალური სისტემა ჰქონდათ.

 ვიდრე ტექსტი სრულად არ გაიშიფრება, დაბეჯითებით რამის მტკიცება ძალიან რთულია, მაგრამ მე არამეულთან მსგავსებას ვერ ვხედავ. ზუსტად მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ეს არის დამწერლობის ორიგინალური სისტემა, დამოუკიდებლად ჩამოყალიბებული დამწერლობის ნიმუში და იმდროინდელი ცივილიზაციების არეალში არსებულ არც ერთ დამწერლობას არ ჰგავს.

 

ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან გამოჩნდება აქამდე სრულიად უცნობი, ორიგინალური დამწერლობა. ზუსტად ძნელია თქმა, რამდენი ხანი დასჭირდება გაშიფვრას, რადგან ამისთვის ზოგჯერ რამდენიმე დღეც საკმარისია, ზოგჯერ კი წლებია საჭირო. ბევრ უძველეს ტექსტს დღემდე იკვლევენ, ერთი რამ კი ცხადია - რადგან ტაძარში აღმოჩნდა, ეს რელიგიური წარწერაა."- განაცხადა ლიჩელმა. 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016