reportiori.ge - ანჩისხატის კანონიკური ასლი თბილისში შემოაბრძანეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 04:31
რელიგია
ანჩისხატის კანონიკური ასლი თბილისში შემოაბრძანეს
ავტორი:
28 აგვისტო, 2015. 15:23


ანჩისხატის კანონიკური ასლი ისრაელისა და ტაო-კლარჯეთის მოლოცვის შემდეგ, თბილისში შემოაბრძანეს. ხატს მომლოცველები რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დახვდნენ და მას ანჩისხატის სახელობის ტაძრისკენ მიაბრძანებენ.


ჟურნალისტებს ანჩისხატის მომლოცველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაზა ნანობაშვილმა ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, წელს ანჩისხატის გზა ტრადიციულად ისრაელიდან 19 აგვისტოს, თაბორის მთიდან დაიწყო.


იერუსალიმში ხატმა მაცხოვრის აღდგომის, ასევე ღვთისმშობლის მიძინების ადგილები მოილოცა, ამის შემდეგ ანჩისხატის კანონიკური ასლი ლოდში - წმინდა გიორგის ტაძარში მიაბრძანეს, იერუსალიმიდან სალიტანიო ანჩისხატი ტაო-კლარჯეთში იმყოფებოდა, კერძოდ, ანჩაში, სადაც ხატი საუკუნეების მანძილზე იყო დაბრძანებული.


სახელწოდება ანჩისხატი სწორედ აქედან ეწოდა.


29 აგვისტოს, ხატს ისევ ხელოვნების მუზეუმის წინ სამლოცველოში მიაბრძანებენ, სადაც იგი წლებია დასვენებულია. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016