ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.
ბრინჯაოს მედლისთვის კი ერთმანეთს 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვალერი ლიპარტელიანი და ბექა ღვინიაშვილი დაუპირისპირდებიან. საქართველოს ასტანაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ დროისთვის არც ერთი მედალი არ აქვს მოგებული.
ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრამდე ღვინიაშვილი რუს კირილ დენისოვთან დამარცხდა, ლიპარტელიანმა კი 1/4-ფინალში ბრძოლა სამხრეთ კორეელ ხან დონგ გვაკთან დათმო. შემდეგ კი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გერმანელ აარონ ჰილდერბრანდს აჯობა.
ნახევარფინალამდე ღვინიაშვილმა უკრაინელ ქუანჯოუ ნჰაბალის, პოლონელ პატრიკ ციემოჩსკის და სერბ ალექსანდერ კუკოლჟს აჯობა, მეოთხედფინალში მან იაპონელი მაშუ ბაკერი დაამარცხა.
ლიპარტელიანმა საწყის შეხვედრებში არაბული საემიროების წარმომადგენელ მიხაელ მარკიტანის, ამერიკელ იაკობ ლარსენს, ფრანგ ალეხანდრე იდირს სუფთად მოუგო.
დღესვე, მეორე ბრძოლა დათმო და მედლისთვის ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშა საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი, ესტერ სტამი, რომელიც ქალთა ტურნირში 70 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა.