reportiori.ge - ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ერთმანეთს ვალერი ლიპარტელიანი და ბექა ღვინიაშვილი დაუპირისპირდებიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 08:29
სპორტი
ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ერთმანეთს ვალერი ლიპარტელიანი და ბექა ღვინიაშვილი დაუპირისპირდებიან
ავტორი:
28 აგვისტო, 2015. 16:12


ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.

ბრინჯაოს მედლისთვის კი ერთმანეთს 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვალერი ლიპარტელიანი და ბექა ღვინიაშვილი დაუპირისპირდებიან. საქართველოს ასტანაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ დროისთვის არც ერთი მედალი არ აქვს მოგებული.


ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრამდე ღვინიაშვილი რუს კირილ დენისოვთან დამარცხდა, ლიპარტელიანმა კი 1/4-ფინალში ბრძოლა სამხრეთ კორეელ ხან დონგ გვაკთან დათმო. შემდეგ კი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გერმანელ აარონ ჰილდერბრანდს აჯობა.


ნახევარფინალამდე ღვინიაშვილმა უკრაინელ ქუანჯოუ ნჰაბალის, პოლონელ პატრიკ ციემოჩსკის და სერბ ალექსანდერ კუკოლჟს აჯობა, მეოთხედფინალში მან იაპონელი მაშუ ბაკერი დაამარცხა.


ლიპარტელიანმა საწყის შეხვედრებში არაბული საემიროების წარმომადგენელ მიხაელ მარკიტანის, ამერიკელ იაკობ ლარსენს, ფრანგ ალეხანდრე იდირს სუფთად მოუგო.


დღესვე, მეორე ბრძოლა დათმო და მედლისთვის ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშა საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი, ესტერ სტამი, რომელიც ქალთა ტურნირში 70 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016