reportiori.ge - ქართველი მოჭიდავე, აივენგო რიკაძე მსოფლიო ჩემპიონია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 08:26
სპორტი
ქართველი მოჭიდავე, აივენგო რიკაძე მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:
28 აგვისტო, 2015. 22:21


25 აგვისტოს, ბოსნია - ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში სტარტი აიღო ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატმა. ბერძნულ - რომაული სტილის მოჭიდავემ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის წარმომადგენელმა, აივენგო რიკაძემ 63 კგ. წონით კატეგორიაში ყველა მეტოქე დაჩაგრა და ამ წონაში პლანეტის უძლიერესი მოჭიდავის ტიტული მოიპოვა.


აღსანიშნავია, რომ სართიჭალის მკვიდრმა აივენგო რიკაძემ ორიოდე კვირის წინ, სუბოტიცაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, კონტინენტის პირველობაც მოიგო. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, სარაევოში გამართულ ტურნირზე მან გზიდან ირანელი მოჰამედრეზა როსტამი (7-2), უკრაინელი ფავრიზ ნასიბოვი (2-2) და ყაზახი მერეი ბეკენოვი (4-3) ჩამოიცილა, ფინალში კი ეგვიპტელ მოჰამედ ელ საიედს აშკარა უპირატესობით, 11:2 სძლია.


დღეს, 26 აგვისტოს, სარაევოში კიდევ ორი სართიჭალელი იასპარეზებს. ნიკოლოზ ჭიკაიძე 69 კგ და გიორგი ხაცანაშვილი 85 კგ კატეგორიაში იჭიდავებენ.

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016