ლევან კობიაშვილმა სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადი ოფიციალურად გააკეთა.
„ვერთვები საარჩევნო კამპანიაში და ორშაბათიდან ვიწყებ შეხვედრებს კლუბებთან, რეგიონულ ფედერაციებთან და ასოციაციებთან. ასევე, როგორც კანდიდატი, ჩემი ოფიციალური დარეგისტრირება მოხდება და ბოლოს მექნება შემაჯამებელი შეხვედრა ყველა თაობის ვეტერან ფეხბურთელთან. მე მინდა მათ იცოდნენ თუ რას ვაპირებ, რას გავაკეთებ ქართული ფეხბურთისთვის და როგორია ჩემი ხედვა, ზოგადად, ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლისთვის. ასევე, სრულიად გახსნილი ვიქნები გულშემატკივრებისთვის, საზოგადოებისთვის, საფეხბურთო სამყაროსთვის და სრულიად საქართველოსთვის. ფეხბურთი არის ჩვენი ცხოვრება და ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ქართული ფეხბურთისთვის უკეთესი მომავლის შექმნას", - განაცხადა კობიაშვილმა.
სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება.