ძიუდოში ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა 3-2.
საქართველოს ნაკრები ოქროს მედლისთვის ბრძოლას მონღოლეთმა გამოთიშა, თუმცა ბრინჯაოსთვის აგრძელებს ასპარეზობას და სწორედ რეპეშაჟში სძლია რუსეთს. ამ მატჩში გამარჯვებას ლაშა შავდათუაშვილმა (იპონით), ვარლამ ლიპარტელიანმა და ლევან მატიაშვილმა (იპონით) მიაღწიეს, პაპინაშვილი და მარგიანი კი მეტოქეებთან დამარცხდნენ.
პირველები ტატამზე 66 კგ. წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გავიდნენ. ამირან პაპინაშვილმა მეტოქის დამარცხება ვერ შეძლო. მან სამი იუკოთი წააგო. 73 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა მეტოქე იპონით დაამარცხა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1. მესამე შეხვედრა უშანგი მარგიანმა (81) წააგო, რომელიც მეტოქესთან ვაზარით და ერთი იუკოთი დამარცხდა. 90 კგ. წონით კატეგორიაში ვალერი ლიპარტელიანმა გამარჯვებით ანგარიში გაათანაბრა - 2:2. მეხუთე შეხვედრაში ლევან მატიაშვილმა რუსი ძიუდოისტი იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.
ქართველი ძიუდოისტები მესამე ადგილისთვის იაპონიასა და გერმანიის ნაკრებებს შორის დამარცხებულს დაუპირისპირდებიან.