„და მაინც გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ! რატომღაც მგონია, რომ ეს ისტორია ინგაზე დასრულდება კარგად!"- წერს ჟურნალისტი ეკა ხოფერია ფეისბუქ გვერდზე და ინგა გრიგოლიას მიმართავს.
„მე ყოველთვის მის გვერდში ვიდგები და ყოველთვის გავაპროტესტებ ჩემი კოლეგებისთვის გადაცემების დახურვას. ინგა პირველი და ლამის ერთადერთი იყო, ვინც მხარში დამიდგა, როცა პირდაპირი ეთერიდან წამოვედი. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ძალიან. შეიძლება მოგწონდეთ მისი წაყვანის მანერა, შეიძლება - არა, მაგრამ , ვფიქრობ, ვთანხმდებით იმაზე, რომ ის ერთ- ერთი ძლიერი ჟურნალისტია ჩვენს მედია- სივრცეში და მისთვის გადაცემების დახურვა მინიმუმ მეტ განმარტებას მოითხოვს საზოგადოებისთვის.
ვაპირებ მივიღო განმარტებები ხვალ მენეჯმენტისგან, ვგეგმავ ოჯახთან დაკავშირებას. ეს არხი მე ძალიან მიყვარს და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვინ იქნება ამ არხზე და ვინ არა. მნიშვნელოვანია, რომ იმედზე იყოს საზოგადოებრივ- პოლიტიკური გადაცემები . მნიშვნელოვანია, რომ ჩემს კოლეგას აი ასე არ უხურავდნენ გადაცემას. მოკლედ, წარმატებები ინგას და წარმატებები მეც ამ ყველაფრის გარკვევასა და მოგვარებაში."- წერს ხოფერია.