ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე „რეაქციის" დახურვასთან დაკავშიებით კომენტარს სოციალური ქსელის მეშვეობით აკეთებს:
„ძალიან მაგარი რაღაც მოხდა და შეფასებები აბსოლუტურად უცნაურია.
დაიხურა პოლიტიკური გადაცემა იმ მიზეზით, რომ არხი არ აპირებს პოლიტიკური გადაცემების გაშვებას.
სრული უაზრობა როგოც ფინანსური, ისე მორალური თვალსაზრისით.
რა შეფასებებიც ვნახე, ყველა მხოლოდ ინგა გრიგოლიას და მის გადაცემას ეხებოდა. იყო ლანძღვა, იყო ქება, იყო სურვილი, რომ ინგა დაბრუნდეს დ.ა.შ...
არადა, არავინ (ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვნახე) არ თქვა მთავარი მიზეზი, თუ რატომ თქვა უარი ტელე-რადიო კომპანია "იმედმა" ახალ სეზონში პოლიტიკურ გადაცემებზე.
უბრალოდ ვიტყვი, რომ "იმედის" მიერ პოლიტიოკურ გადაცემებზე უარის თქმა, ნიშნავს, რომ მთელი საინფორმაციო სივრცე რუსთავი 2-ს და ფაქტობრივად ნაცებს დაეთმო.
ეს არანაირად არ შედიოდა ხელისუფლების ინტერესებში (თუ მათ არ სურთ ნაცებისთვის ძალაუფლების გადაბარება)", - წერს გაბრიჭიძე.