გადაცემა „რეაქციის" წამყვანი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია მისი გადაცემების პროდიუსერს ვახო ხუზმიაშვილს სოციალურ ქსელში მიმართავს:
„ვახო ხუზმიაშვილი - შე ოხერო, ის პრომო აქ მაინც დამიდე, ახლა ეთერში რომ უნდა გასულიყო და ჰაერში ჩახსნეს"...
ვახო ხუზმიაშვილი ავრცელებს ვიდეოს კომენტარით: „პრომო რომელიც ეთერში ვერ მოხვდა".
ტელეკომპანია „იმედმა" გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების სეგმენტს.
„საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია „იმედი" დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ შოუების სეგმენტს.
ამის მიზეზია ჩვენი სურვილი შევცვალოთ არსებული გადაცემების ფორმატი და შევიმუშავოთ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან.
ამავე განცხადებაში დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ გადაცემების გუნდის წევრებს, რომელთაგან თითოეულს დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმედის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ შოუების შექმნაში", - აღნიშნულია განცხადებაში.