reportiori.ge - თეა წულუკიანი ინგა გრიგოლიაზე: ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ის არ დაეკარგოს მედიას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:37
მედია
თეა წულუკიანი ინგა გრიგოლიაზე: ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ის არ დაეკარგოს მედიას
ავტორი:
31 აგვისტო, 2015. 15:44


იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტელეკომპანია "იმედზე" ორი გადაცემის დახურვის ფაქტსა და "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენებზე კომენტარს ჟურნალისტებთან საუბრისას აკეთებს და განმარტავს, რომ მედია დღეს უპრეცედენტოდ თავისუფალია:


"რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, წულუკიანი აღნიშნავს, რომ მისთვის უმნიშვნელოვანესია,"რუსთავი 2" აგრძელებს მაუწყებლობას და ის თავისუფალია შეფასებებში:  


„რაც შეეხება სამართლებრივ დავას ყოფილ და ამჟამინდელ მესაკუთრეებს შორის, ეს არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების თემა და მათ შორის არც ჩემი საქმე. იმედი მაქვს, სასამართლო, რომელიც სხვებთან ერთად მე გავათავისუფლე სამი წლის წინ, მიიღებს პირუთვნელ, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას. ეს არ არის ჩემი თემა. ეს მესამე ხელისუფლების - მოსამართლის თემაა.

 

დღეს ჩვენ მოვიტანეთ ის, რაც წინა ხელისუფლებამ ვერ შეძლო. ეს არის ის, რომ ჟურნალისტს არ ეშინია ხელისუფლების, მოქალაქეს არ ეშინია ხელისუფლის და ყველა არის თავისუფალი, რომ თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და რაც მედიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თავისუფლად გაავრცელოს ინფორმაცია", - განაცხადა წულუკიანმა.


რაც შეეხება ქალბატონი ინგას გადაცემის შეჩერებას თუ დახურვას, მე არ ვარ ჩახედული ამ თემაში, მაგრამ აქაც - ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ როგორც ჟურნალისტი ის არ დაეკარგოს მედიას და მან შეძლოს გაგრძელება იმავე, თუ სხვა არხზე როგორც თავად გადაწყვეტს, რომ მიაწოდოს დამოუკიდებელი და თავისუფლად მოპოვებული ინფორმაცია ჩვენს მოქალაქეებს. ეს არის აქ მთავარი, დანარჩენი სარედაქციო პოლიტიკაში, თუ რას გადაწყვეტს "იმედის" ხელმძღვანელობა, კიდევ ერთხელ ვამბობ, არავის საქმე არ არის, მათ შორის არც ჩემი და ძალიან კარგია, რომ ეს ასეა", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016