reportiori.ge - ლევან ხურცია და მარიამ კუბლაშვილი დაქორწინდნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 07:17
პრეს-დაიჯესტი
ლევან ხურცია და მარიამ კუბლაშვილი დაქორწინდნენ
ავტორი:
31 აგვისტო, 2015. 16:08


ერთი წლის წინ, ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნეს ერთმანეთი. საერთო მეგობრების წყალობით ხშირად უწევდათ ერთმანეთის ნახვა.


მალე დამეგობრდნენ. მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და... დღეს ცოლ-ქმარი არიან.


ლევანს პირად ცხოვრებაზე პრესასთან არასდროს უსაუბრია. ალბათ, ამის მიზეზი ისიც იყო, რომ თბილისში ცნობილი მექალთანის რომანები სერიოზულ ურთიერთობამდე არ მისულა. თუმცა პრესა ხშირად წერდა მის ურთერთობაზე არა ერთ ლამაზ ქალთან.


მარიამი სწორედ ის არის, ვისაც მთელი ცხოვრება ვეძებდიო, მითხრა ინტერვიუს დროს მსახიობმა...


წყვილი დიდი ხნის განმავლობაში მალავდა სიყვარულის ამბავს. როგორც მარიამი ამბობს, ეს მისთვის კონკიას ისტორიაა.


მსახიობი ლევან ხურცია და ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი დღეს ექსკლუზიურად „პრაიმტაიმის" მკითხველს უამბობს მათი სიყვარულის ამბავს.


ლევან ხურცია:


- ერთმანეთი ერთი წლის წინ გავიცანთ. ყველაფერი მეგობრობით დაიწყო. საერთო მეგობრების წყალობით ზოგჯერ ვხვდებოდით ერთმანეთს. თავიდანვე დადებითი შთაბეჭდილება შემექმნა, მერე დავახლოვდით. აღმოვაჩინე, რომ მარიამი იყო ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მაკლდა, რომ იყო ის ნახევარი, რომელიც მთელი ცხოვრება მინდოდა ჩემ გვერდით ყოფილიყო. ჩვენი ურთიერთობა ეტაპობრივად ღრმავდებოდა.


- რა იყო მთავარი, რამაც მარიამში მოგხიბლა?


- გარეგნულ სილამაზეზე არაფერს ვიტყვი, ეს ისედაც ნათელია. მარიამი ყველასგან გამორჩეულია: ნიჭიერია, კეთილშობილია. ვიმეორებ, მე მასში ვიპოვე ჩემი მეორე ნახევარი.


- გვიამბობ, როგორ გამოუტყდი სიყვარულში?

 

- ეს ჩვენი პირადულია, ინტიმური, ჩვენია. დეტალებზე ლაპარაკი არ მინდა.

 

- ახლა რა ეტაპზეა თქვენი ურთიერთობა, ნიშნობა იყო?


- ყველაფერი იყო. დღეს მე და მარიამი ცოლ-ქმარი ვართ. ოჯახის წევრებიც გავაცანით ერთმანეთს, ყველაფერი ისე იყო, როგორც ქართული ადათ-წესი მოითხოვს.


- ქორწილი იქნება?


- რა თქმა უნდა, იქნება, უბრალოდ, ჯერ თარიღი თავადაც არ დაგვითქვამს. მოვლენები ძალიან მალე განვითარდა. სწორედ ის მომწონდა მარიამთან ურთიერთობაში, რომ დაგეგმილი და გაწერილი არაფერი გვქონია. ყოველთვის გულახდილები ვიყავით ერთმანეთთან, უბრალოდ, ვურთიერთობდით, მხოლოდ გულით. ბუნებრივად მოხდა, რაც მოხდა.


- აუცილებლად უნდა გკითხო მარიამის ოჯახის წევრებზე, „ცეკვავენ ვარსკვლავების" პერიოდში ცნობილი გახდა, რომ მარიამს მძიმე ხასიათის ძმა ჰყავს. როგორ მოახერხე მისი გულის მოგება?


- ხასიათი ინდივიდუალურია, მძიმე ხასიათი ბევრ ადამიანს აქვს. მეც მსმენია მარიამის ძმის მძიმე ხასიათზე, მაგრამ, როცა გავიცანი, აბსოლუტურად სხვა რეალობა დამხვდა. არაჩვეულებრივი ბიჭია და ადეკვატურად უდგება ყველა საკითხს. როცა სწორ ინფორმაციას მიაწვდი, აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია აქვს. გიჟდება თავის დაზე, ისე უყვარს, ამიტომ ბედნიერია თავადაც მარიამის ბედნიერებით. ურთიერთობა შედგა.


მარიამი:

 


- მარიამ, როგორ შეგხვდნენ ლევანის მშობლები?


- ლევანის ოჯახის წევრებმა უფრო ადრე გამიცნეს, ვიდრე ჩვენთან მოვიდოდნენ ხელის სათხოვნელად. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი კარგი ადამიანები იშვიათად მინახავს. იმიტომ არა, რომ ისინი უკვე ჩემი ოჯახის წევრები არიან. ლევანის დედამ პირველად შვილთან ერთად მიმიპატიჟა ოჯახში. მითხრა, რომ ვუყვარვარ ჩემს შვილთან ერთად. არც უგრძნობინებია ჩემთვის, რომ მე განათხოვარი ქალის სტატუსი მაქვს. საქორწინო ბიჭია ლევანი, შეეძლო ასეთი არჩევანი არ გაეკეთებინა, მაგრამ შეგნებული გარემოცვა ჰყავს გარშემო და მისი სიყვარული გაითავისეს, იმ კუთხით დამინახეს, როგორიც რეალურად ვარ. ლევანის მამა ძალიან თბილი ადამიანია, გიჟდება ჩემზე. გაოგნებული ვარ, ისეთ ოჯახში და ისეთ ხალხში აღმოვჩნდი, ერთი წუთით არ მიგრძნია უარყოფითი განწყობა. ხომ შეიძლებოდა თავიდან მაინც გაეპროტესტებინათ, ურთიერთობის დასაწყისში მაინც. ამასაც შეგუებული ვიყავი, მაგრამ არა. კონკიას ისტორიას ჰგავს ჩემი სიყვარულის ამბავი, უბრალოდ, დედინაცვალი არ მყავს (იცინის).

 

- ლევანს თბილისში მექალთანე ბიჭის სახელი აქვს. თქვენი ურთიერთობის რომელიმე ეტაპზე ეჭვიანობის საბაბი მოუცია?


- ყველაზე ნაკლებად ეს საკითხი მადარდებს. ლევანმა ისე გამათამამა, პატარა მიზეზიც არ მქონია ეჭვიანობისთვის. კი, ლევანი ბევრ გოგოს მოსწონს, ბევრიც შეყვარებულია მასზე, მაგრამ ეს მხოლოდ მახარებს (იცინის). ჩვენ ისეთი ურთიერთობა გვაქვს, ისე გვიყვარს ერთმანეთი, ძალიან ბავშვური და არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან ეჭვიანობა. მადლობა ყველას, ვისაც ჩემი ლევანი უყვარს და უყვარდა.




წყარო: პრაიმტაიმის


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016