reportiori.ge - რომან ფიფია: თუ ფუნდამენტური ცვლილებები არ განხორციელდება, დავტოვებ ქართულ ფეხბურთს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 08:32
სპორტი
რომან ფიფია: თუ ფუნდამენტური ცვლილებები არ განხორციელდება, დავტოვებ ქართულ ფეხბურთს
ავტორი:
31 აგვისტო, 2015. 16:49


თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ    თუ ფეხბურთის ფედერაციაში ფუნდამენტური ცვლილებები არ განხორციელდება, ქართულ ფეხბურთს დატოვებს. მისი თქმით, ის მხარს უჭერს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატს ლევან კობიაშვილს. ფიფია აღნიშნავს, რომ ფეხბურთის ფედერაციაში აუცილებელია ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება.


"ვადასტურებ ამ სიტყვებს, რომ მე თუ ფუნდამენტური ცვლილებები არ განხორციელდება, დავტოვებ ქართულ ფეხბურთს. დინამო ასეთი აქტიური ინვესტიციებით მარტო ვერ დარჩება ქართულ ფეხბურთში. რომ მოვიდეს კერძო მესაკუთრე, საჭიროა დახვდეს სხვანაირი, სამართლიანი სურათი. გასაგებია, რომ მხოლოდ ფედერაცია ვერ წყვეტს ამ საკითხებს, მაგრამ მნიშვნელოვანია კოორდინაცია სახელმწიფოსთან, რომელმაც უნდა გაიღოს თანხა ფეხბურთის განვითარებისთვის, მაგრამ ეს თანხა სწორად არის დასახარჯი. ცვლილებები არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი. მეტსაც გეტყვით, ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო. ეს უნდა მოხდეს აკადემიისა და სკოლების ჩამოყალიბების მიმართულებით. მხოლოდ უმაღლესი ლიგის გუნდების გაზრდით ვერ ავამაღლებთ ფეხბურთის დონეს. აუცილებელია მივიღოთ მომავალი თაობა", - განაცხადა ფიფიამ.


მისივე თქმით, ლევან კობიაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ის ენდობა.


"მაქვს იმედი, რომ მასთან ერთად განხორციელდება უამრავი კეთილშობილური საქმე ფეხბურთში. სხვა კანდიდატებთან დაკავშირებით რაც შემიძლია ვთქვათ, რეზი არველაძესაც აქვს დიდი გამოცდილება. როგორც ფუნქციონერს მასაც აქვს შანსები, რადგან არჩევნებზე წინასწარ აქვს ნამუშევარი. ის ხალხი, ვინც დებს ქართულ ფეხბურთში ფულს, მხარს უჭერს კობიაშვილს", - განაცხადა ფიფიამ.




წყარო: ინტერპრესნიუსი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016