ლევან კობიაშვილი უმაღლესი და პირველი ლიგის საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა.
„დღევანდელი შეხვედრა უმაღლესი და პირველი ლიგის საფეხბურთო კლუბებთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ეს იყო პირველი მასშტაბური შეკრება, სადაც უმაღლესი და პირველი ლიგის საფეხბურთო კლუბები სრულად იყვნენ წარმოდგენილი. იყვნენ ხმის უფლების არმქონე კლუბებიც.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, საარჩევნო კამპანიის ამ შეხვედრით დაწყება. კლუბებს გავაცანი ჩემი ხედვა და სამოქმედო სტრატეგია, თუ როგორ ვგეგმავ ქართული ფეხბურთის განვითარებას. ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ეროვნული ჩემპიონატის განვითარების ხელშეწყობა. ამიტომ ვარ სრულიად გახსნილი და თითოეული აქ წარმოდგენილი მოსაზრება არის ღირებული და გასათვალისწინებელი.
ჩვენ ვიმუშავებთ გუნდურობის პრინციპით და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ კონკრეტული შედეგის მიღებას, რაც ქართული ფეხბურთის წინსვლას შეუწყობს ხელს."- განაცხადა კობიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას შეხვედრის დასრულების შემდეგ.