„მე მაქვს ამბიცია და გამოცდილება, რომ ქართული ფეხბურთი ჭაობიდან ამოვიყვანო!"- აღნიშნავს სფფ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი მამუკა კვარაცხელია და მიიჩნევს, რომ ქართული ფეხბურთის რეიტინგი კონკრეტულ პირთა ინტერესებს შეეწირა.
„25 წელია ქართული ფეხბურთის დაღმასვლას ვუყურებ! სააკაშვილები და ადეიშვილები ხელისუფლებაში აღარ არიან, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას კვლავ ნაცების დროინდელი 35 დელეგატი „ირჩევს", რის გამოც ქართული ფეხბურთის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება!
დიახ, ქართველ ხალხს ფეხბურთი შეაზიზღეს! საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში მე-200 ადგილზეა და ქართული კლუბები ევრო-ტურნირებიდან პირველსავე წრეში ვარდებიან, მაშინ, როცა ყაზახეთის „ასტანა" ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდა, ბელორუსიის „ბტე" კი ლამის ყოველ წელს „რეალსა" და „მილანს" ეთამაშება.
მე მაქვს ამბიცია და გამოცდილება, რომ ქართული ფეხბურთი ჭაობიდან ამოვიყვანო!"- აღნიშნავს მამუკა კვარაცხელია „ასავალ-დასავალთან" საუბარში.