reportiori.ge - ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად დარეგისტრირდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 08:30
სპორტი
ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად დარეგისტრირდა
ავტორი:
01 სექტემბერი, 2015. 14:33


ვეტერანი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად დღეს დარეგისტრირდა. ფედერაციასთან კი კობიაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. გულშემატკივრები როგორც თბილისიდან, ისე სხვადასხვა რეგიონებიდან შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, საჭიროა ძირეული ცვლილებები ფეხბურთში, ამიტომ კობიაშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.



კობიაშვილის კანდიდატურა „დინამო თბილისმა" წარადგინა. ლევან კობიაშვილის თქმით, მისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ეროვნული ჩემპიონატის განვითარება იქნება.


„ოფიციალურად ვარ კანდიდატი, რაც მახარებს. მინდა დინამო თბილისს მადლობა გადავუხადო ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ნდობით მიყურებს.

 

არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდს მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენებ, შევხვდები კლუბებს, რეგიონულ ფედერაციებს, ფედერაციის ყველა სუბიექტს.

 

არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულ გარემოში, სახელმწიფოს ყოველგვარი ჩარევის გარეშე, დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება.", - განაცხადა კობიაშვილმა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016