reportiori.ge - „უეფას პრეზიდენტს, ბლატერსაც არ აქვს უმაღლესი განათლება“, - მიხეილ ყაველაშვილი სასამართლოს მიმართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 08:38
სპორტი
„უეფას პრეზიდენტს, ბლატერსაც არ აქვს უმაღლესი განათლება“, - მიხეილ ყაველაშვილი სასამართლოს მიმართავს
ავტორი:
01 სექტემბერი, 2015. 18:43


ორგანიზაცია "ჩვენი ფეხბურთის" დამფუძნებელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი სასტუმრო "რედისონში" ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის, რევაზ არველაძის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო. ყაველაშვილის განცხადებით, იმ დებულებას, რომლის მიხედვითაც ის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ იღებს მონაწილეობას, სასამართლოში გაასაჩივრებს. ყაველაშვილი მოითხოვს იმ დებულების გაუქმებას, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს უმაღლესი განათლების ქონას ავალდებულებს.


"საბჭოთა კავშირის პერიოდში ისეთი სისტემა იყო, რომ წარმოუდგენელი იყო, ფეხბურთელს უმაღლესი განათლება მიეღო. ეს პრაქტიკა არსებობს მთელს მსოფლიოში. უეფას პრეზიდენტს, ბლატერსაც არ აქვს უმაღლესი განათლება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის განზრახ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია ჩემს წინააღმდეგ. ამიტომ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ სასამართლოში და ვეცდები ჩემი სიმართლის დამტკიცებას. დებულება ორი წლის შინ მიიღო ფეხბურთის ფედერაციამ და მოვითხოვ მის გაუქმებას", - განაცხადა ყაველაშვილმა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016