სპორტი
რევაზ არველაძემ სფფ-ის საპრეზიდენტო პროგრამა წარადგინა
01 სექტემბერი, 2015. 21:54
საკუთარი საპრეზიდენტო პროგრამა წარადგინა დღეს რევაზ არველაძემ.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა საქართველოში ფეხბურთის განვითარების საკუთარ ხედვებსა და გეგმებზე სასტუმრო "რედისონში" ისაუბრა.
არველაძის საპრეზიდენტო პროგრამა საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლებმა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მოისმინეს.
უმთავრეს პრიორიტეტად არველაძემ სახელმწიფო ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა დაასახელა, რის შედეგადაც ფეხბურთის განვითარების გრძელვადიანი პროგრამა უნდა შედგეს.
ასევე საუბარი შეეხო ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას, ეროვნული ჩემპიონატის გაძლიერებასა და სანაკრებო დონეზე წარმატებულ გამოსვლას.
პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაცია 7 სექტემბერს იწურება. ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა კი 3 ოქტომბერს გაიმართება.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19