დემოგრაფიული ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძე სფფ-ის საპრზიდენტო არჩევნებში ლევან კობიაშვილის კანდიდატურას უჭერს მხარს. მისი თქმით, რევაზ არველაძეს სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭის ყრის მორალური უფლება არ აქვს...
„რევაზ არველაძეს მორალური უფლება არა აქვს კენჭი იყაროს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში, ვინაიდან 6 წლის განმავლობაში მეორე პირი იყო ფედერაციაში (გენერალური მდივანი) და მისი პასუხისმგებლობის წილი ქართული ფეხბურთის დასამარებაში არცთუ მცირეა.
1. ფიფას რეიტინგში 139-ე ადგილზე ვართ!!!
2. საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში პირველად 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის კენჭისყრისას საქართველოს ნაკრები ბოლო მე-6 კალათაში იყო (ყაზახეთი, ლუქსემბურგი, ლიხტენშტეინი, საქართველო, მალტა, სან-მარინო, ანდორა).
3. ქართული საფებურთო კლუბები ძირითადად პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ეთიშებიან ევროპულ ტურნირებს... დროა ქართული ფეხბურთის მართვა სხვა პიროვნებებმა სცადონ. მაგალითად, მე პირადად ლევან კობიაშვილს ვისურვებდი."- აღნიშნავს ტომარაძე.