reportiori.ge - ლევან კობიაშვილი: ეს არის კონკრეტული პროექტი გერმანული მოდელის გათვალისწინებით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 18:38
სპორტი
ლევან კობიაშვილი: ეს არის კონკრეტული პროექტი გერმანული მოდელის გათვალისწინებით
ავტორი:
02 სექტემბერი, 2015. 18:53


ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციების წარმომადგენლებთან პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, ბავშვთა ფეხბურთის განვითარება განიხილა.



სასტუმრო „ჰოლიდეი ინ"-ში სამუშაო შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა, სადაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია წარმოადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.



„რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციების წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრა ორმაგად მნიშვნელოვანია. პირველ რიგში მე მათ გავაცანი ჩემი ზოგადი ხედვა და ვისაუბრეთ სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე. ასევე განვიხილეთ ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიცაა ბავშვთა ფეხბურთის განვითარება. ეს არის კონკრეტული პროექტი გერმანული მოდელის გათვალისწინებით, რომელშიც მოიაზრება რეგიონალური ცენტრების შექმნა, რაც პირდაპირ კავშირში იქნება რეგიონალურ ფედერაციებთან. პროექტი მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურის შექმნას, ასევე ბავშვთა საფეხბურთო სწავლების პროფილის ჩამოყალიბებას. პროექტში დეტალურად და სტრუქტურულად გაწერილია ყველა სამოქმედო ნაბიჯი. შეხვედრას დადებითი შედეგი ქონდა, რადგან მე მოვისმინე რეგიონალური ფედერაციების წარმომადგენლების მოსაზრებები, მათი პრობლემები, ვუპასუხე მათი მხრიდან დასმულ კითხვებს. ასევე ვგეგმავ ყველა რეგიონში ჩასვლას და ადგილზე სიტუაციის გაცნობას", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.


აჭარის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა კი იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის არჩევნებში ღირსეული გაიმარჯვებს.


„ამ შეხვედრაზე კანდიდატმა გაგვაცნო თავისი ხედვა და დაგვპირდა, რომ რეგიონში გვესტუმრება. ის ზოგადად რეგიონებში, ყველა ფედერაციაში ადგილზე მივა უკვე თავისი მზა პროგრამით. ჩვენ გავეცნობით ყველა კანდიდატის პროგრამას და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას. ღირსეული გაიმარჯვებს", - განაცხადა სულხან გოგიბერიძე.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016