"ბარსელონის" ნაცვლად, შესაძლოა, ანდრეს ინიესტა კატალონიური კლუბის მოსისხლე გუნდში "რეალში" გვენახა. საქმე ისაა, რომ ანდრესის ბავშვობაში მის მშობლებს დილემა ჰქონდათ - ვერ გადაეწყვიტათ, რომელი საფეხბურთო კლუბის სკოლაში მიეყვანათ შვილი და, საბოლოოდ "ბარსელონაზე" შეაჩერეს არჩევანი, რადგან მათ უბრალოდ, არ მოეწონათ მადრიდის ის უბანი, სადაც "რეალის" სკოლა მდებარეობდა.
ანდრესის საყვარელი კერძია შემწვარი წიწილა კარტოფილთან ერთად.
ანდრეს ინიესტას სამი ცნობილი მეტსახელი აქვს: "კასპერი", "სიკვდილი" და "ილუზიონისტი".
ინიესტას ორივე ბაბუას ანდრესი ერქვა.
ანდრესის მშობლები ოფიციანტებად მუშაობდნენ. მას შემდეგ კი, რაც პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა, მან მშობლებს ბინა უყიდა და მძიმე სამუშაოს მიტოვების საშუალება მისცა.
2001 წელს, 17 წლის ანდრეს ინიესტა "ბარსელონის" მაშინდელმა მწვრთნელმა, ლორენს სერა ფერერმა, მთავარი გუნდის ვარჯიშზე მიიწვია, თუმცა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ვერ მიაგნო გასახდელს და უკან ბრუნდებოდა, როდესაც შემთხვევით შეხვდა ლუის ენრიკე, რომელმაც ინიესტა გასახდელამდე მიაცილა.
ერთხელ პეპ გვარდიოლამ თქვა, თუ რის გამო არ ასახელებდნენ ფიფას ვერსიით, ევროპის 2012 წლის საუკეთესო მოთამაშე ანდრეს ინიესტას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად: "მას არ უკეთია საყურე, არ იღებავს თმას, არ ფიგურირებს სკანდალურ ქრონიკებში, ამიტომ პრესისთვის ის უინტერესოა, თუმცა, ჩემთვის იგი ნომერ პირველი ფეხბურთელია".
წყარო: gurianews.com