reportiori.ge - ედმონდ მინაშვილი: ლევან კობიაშვილის გამარჯვებით მრავალჯერ ვიზეიმებთ ქართული ფეხბურთის გამარჯვებას!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 17:44
სპორტი
ედმონდ მინაშვილი: ლევან კობიაშვილის გამარჯვებით მრავალჯერ ვიზეიმებთ ქართული ფეხბურთის გამარჯვებას!
ავტორი:
03 სექტემბერი, 2015. 15:01


რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ მინაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატ-ლევან კობიაშვილს მხარდაჭერას უცხადებს. როგორც მინაშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას განმარტა, დროა ეს სფერო ახალმა გუნდმა ჩაიბაროს:

 

„მინდა ჩემი მხარდაჭერა აღვუთქვა ახალგაზრდა კაცს, უნიჭიერეს ფეხბურთელს - ბატონ ლევან კობიაშვილს!

 

ღრმად ვარ დარწმუნებული ლევანი არის უწესიერესი ადამიანი, თავისი საქმის პროფესიონალი. ვიცი და მწამს, რომ მას ნამდვილად შესტკივა გული ქართული ფეხბურთის დღევანდელ ბედზე!

 

ყველა ვთანხმდებით, რომ დღეს ქართული ფეხბურთი სულს ღაფავს, ქვეყანაში არ არსებობს ბავშვთა ფეხბურთი, არ არსებობს შიდა ჩემპონატი - არსებოს, მაგრამ ამას ნამდვილად არსებობა ჰქვია! არაფერს ვამბობ ეროვნულ ნაკრებზე...

 

ასეთი დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანა იმსახურებს განვითარებულ საფეხბურთო სკოლას, უნდა დაბრუნდეს ისევ ის სილაღე ტრიბუნებზე, როგორიც ახსოვს უფროს თაობებს. ამას კი სჭირდება ნება და დიდი მონდომება, მუხლჩაუხრელი  შრომა და ეს უნდა აკეთოს ფედერაციამ!  ეს არის მათი პირდაპირი მოვალეობა. ამიტომ, გვჭირდება ისეთი კაცი, ვინც საკუთარ თავზე აიღებს ამ დიდ ტვირთს და გადაარჩენს ცოცხალმკვდარ  ფეხბურთს", - აცხადებს მინაშვილი.  


მისივე განმარტებით, რევაზ არველაძის ადგილას არჩევნებს გაეცლებოდა და ასპარეზს ახალ გუნდს დაუთმობდა:

 

„არაფერი საწინააღმდეგომ არ მაქვს პიროვნულად რევაზ არველაძის, მას  და მის ოჯახს პატივს ვცემ, მაგრამ მის ადილას გავეცლებოდი ამ არჩევნებს. ასპარეზს დავუთმობდი  ახალ გუნდს, ახალ ძალას, ახალ შემართებას, ახალ იდეებს. საკმაო ხანია ბატონი რეზო ვიცე პრეზიდენტია, თუმცა, ვხედავთ დღევანდელ მდგომარეობას - ქვეყანას ფეხბურთი არ აქვს. მე, როგორც მოქალაქე და ფეხბურთის გულშემატკივარი, ვამბობ, რომ რევაზ არველაძე უნდა გაეცალოს ამ არჩევნებს და გვერდიდან შეხედოს ახალი გუნდის მუშაობას!  

 

მჯერა, ლევან კობიაშვილის პრეზიდენტობის შემთხვევაში გველოდება უამრავი სიხარული, უამრავი გამარჯვება და დიდი წარმატებები.

 

ფეხბურთის უპირველესი დანიშნულებაა, რომ ხალხს სიამოვნება და ბედნიერება მიანიჭოს, ამიტომ მე ღიად ვუცხადებ მხარდაჭრას ლევან კობიაშვილს. მისი გამარჯვებით მრავალჯერ ვიზეიმებთ ქართული ფეხბურთის გამარჯვებას!", - აცხადებს ედმონდ მინაშვილი „რეპორტიორთან" საუბრისას.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016