reportiori.ge - „რატომ მხოლოდ 13?“ - საარჩევნო ხმას სხვა კლუბებიც ითხოვენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 18:42
სპორტი
„რატომ მხოლოდ 13?“ - საარჩევნო ხმას სხვა კლუბებიც ითხოვენ
ავტორი:
03 სექტემბერი, 2015. 15:30


3 ოქტომბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში რიგით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევენ. საარჩევნო ხმის უფლება მხოლოდ 13 კლუბს აქვს, დანარჩენების უმრავლესობამ კი ფედერაციაში უკვე შეიტანა მოთხოვნა წევრობაზე და, შესაბამისად მანდატის მიღებაზე.



„ფეხბურთის ფედერაციაში გაწევრიანების მოთხოვნა სამეგრელოდან ოთხმა კლუბმა შეიტანა - ხობის „კოლხეთმა", წალენჯიხის „სქურმა", ჩხოროწყუს „სამეგრელომ" და ზუგდიდის „ოდიშმა". ვერ გეტყვით, რას მივაღწევთ, ყველაფერი ფეხბურთის ფედერაციის გადასაწყვეტია. თუმცა არ მესმის, რატომ არ უნდა მიიღონ ფედერაციის წევრობა და საარჩევნო ხმის უფლება უმაღლეს ან პირველ ლიგაში მოასპარეზე კლუბებმა", - აცხადებს ხობის „კოლხეთის" დირექტორი კობა კობახიძე.



თავის მხრივ საფეხბურთო კლუბ „ბორჯომის" დირექტორმა აღნიშნა, რომ ფედერაციის წევრობისთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, გუნდი უმაღლეს ლიგაში თამაშობს თუ პირველში.



„ვფიქრობ, ფედერაციის წევრობისთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, გუნდი უმაღლეს ლიგაში თამაშობს თუ პირველში. პირველი ლიგაც, სადაც „ბორჯომი" ასპარეზობს,  საქართველოს ჩემპიონატია და ხმის უფლება ჩვენც გვეკუთვნის. დაველოდებით პასუხს ფედერაციიდან და ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო პროცესში მონაწილეობის უფლება მოგვეცემა", - აღნიშნა „ბორჯომის" დირექტორმა რომან კურტანიძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016