ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენაზე" შოტლანდიას დაუპირისპირდება.
შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. თამაშის მიმდინარეობას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს.
ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ხვალინდელი შეხვედრისთვის შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა:
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი), გიორგი ლორია (უგუნდო), გიორგი მაკარიძე ("ფეირენსე", პორტუგალია)
მცველები: გიორგი ნავალოვსკი ("დილა", გორი, საქართველო), გიორგი ფოფხაძე ("ფლამურტარი", ალბანეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("კარშიაკა", თურქეთი), ზურა ხიზანიშვილი, ( "ინტერი", ბაქო, აზერბაიჯანი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია ("რუბინი", რუსეთი), უჩა ლობჟანიძე ("ომონია", კვიპროსი), ოთარ კაკაბაძე ("დინამო თბილისი", საქართველო)
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ("კარპატი", უკრაინა), ჯაბა კანკავა ("რეიმსი", საფრანგეთი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), სანდრო კობახიძე ( "ვოლინი", უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი ("გენკი", ბელგია), ნიკა კვეკვესკირი ("ინტერი", ბაქო, აზერბაიჯანი) გიორგი მერებაშვილი ("ვერია", საბერძნეთი), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), ლევან ყენია ("სლავია", ჩეხეთი), მათე ცინცაძე ("დინამო თბილისი", საქართველო)
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ( "ემპოლი", იტალია), ბაჩანა ცხადაძე ( "ფლამურტარი", ალბანეთი), მათე ვაწაძე ( "ორჰუსი", დანია)