reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი დიდ დიღომში მდებარე „ლელო სარასენსის“ სარაგბო ბაზას ხვალ ოფიციალურად გახსნის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 18:53
სპორტი
ირაკლი ღარიბაშვილი დიდ დიღომში მდებარე „ლელო სარასენსის“ სარაგბო ბაზას ხვალ ოფიციალურად გახსნის
ავტორი:
03 სექტემბერი, 2015. 20:12



4 სექტემბერს, 14:00 თბილისში საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურად გახსნის დიდ დიღომში მდებარე „ლელო სარასენსის" სარაგბო ბაზას.


„ლელო სარასენსი" - ეს არის კიდევ ერთი რაგბის ბაზა, რომელიც რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფონდ „ქართუს" დაფინანსებით მოეწყო. მისი აშენებისთვის დაიხარჯა 5 მილიონ 640 ათასი ლარი.


ბაზა ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყო, სადაც განთავსებულია 2 სათამაშო მოედანი. ბუნებრივსაფარიანი მოედანი 1 750  მაყურებელზეა გათვლილი, ხოლო მეორე, ხელოვნურსაფარიანი სტადიონი სპორტსმენების სავარჯოშოდაა მოწყობილი.


კომპლექსი აღჭურვილია საკონფერენციო, სატრენაჟორო და მოსასვენებელი ოთახებით, VIP, PRESS და მატჩის კომისრის ლოჟებით, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის კაბინეტებით.  „ლელო სარასენსის" ტერიტორია 2 ჰექტარს მოიცავს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016