reportiori.ge - დათო ლორთქიფანიძე: სფფ-ის პრეზიდენტს 35 სუბიექტი არ უნდა ირჩევდეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 17:38
სპორტი
დათო ლორთქიფანიძე: სფფ-ის პრეზიდენტს 35 სუბიექტი არ უნდა ირჩევდეს!
ავტორი:
03 სექტემბერი, 2015. 23:14


უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ სფფ-ის პრეზიდენტი არა 35-მა სუბიექტმა, არამედ ბევრად მეტმა უნდა აირჩიოს.


ამის შესახებ ლორთქიფანიძემ „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა და აღნიშნა, რომ 35 გუნდის მიერ არჩეული პრეზიდენტი შესაძლოა არალეგიტიმურადაც კი გამოცხადდეს.

 

„უკვე დიდი ხანია ვსვამდი საკითხს არაერთ პრესკონფერენციაზე და საგაზეთო ინტერვიუში, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 35 სუბიექტის (რაც სრულიად უსამართლოა) მიერ არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა დიდი ეჭვის ქვეშ დადგება, თუნდაც იმიტომ, რომ ხმა არ აქვთ უმაღლესი ლიგის ისეთ კლუბებს, როგორიცაა ბათუმის „დინამო", ქობულეთის „შუქურა", ლანჩხუთის „გურია", საჩხერის „ჩიხურა", თბილისის ლოკომოტივსა და საბურთალოს.  ხმა აქვს პირველი ლიგის გუნდებს- გაგრის „გაგრას", თბილისი „ვით ჯორჯიას", რუსთავის „მეტალურგს". მაშინ რა დააშავეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მონაწილე პირველი და მეორე ლიგის გუნდებმა, მით უფრო, როდესაც ფედერაციის წესდების მე-11 და  28-ე მუხლი ამის შესაძლებლობას იძლევა.

 

ყრილობაზე ხმის უფლებას და შესაბამისად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრობას ითხოვს საფეხბურთო კლუბი „სულორი-ვანი", რომელიც დიდი საფეხბურთო ტრადიციების გუნდია.

 

დარწმუნებული ვარ, ფედერაციის პრეზიდენტს უნდა ირჩევდეს არა 35, არამედ ბევრად მეტი სუბიექტი, მათ შორის ტრადიციული მუშტაიდისა და ვერის საფეხბურთო ფანებიც",- განაცხადა ლორთქიფანიძემ.


შეგახსენებთ, რომ სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016