reportiori.ge - კახა ცხადაძე: ირლანდიასთან შეხვედრა, გაცილებით მძიმე იქნება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 18:46
სპორტი
კახა ცხადაძე: ირლანდიასთან შეხვედრა, გაცილებით მძიმე იქნება!
ავტორი:
05 სექტემბერი, 2015. 03:38


მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კარგი თამაში ვითამაშოთ არა ერთჯერადად, არამედ ასეთი თამაშების სერია მოვაწყოთ", - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ შოტლანდიასთან მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ ნაკრებს ასეთი მაღალი დონის შედეგები ბევრი ექნება, უკვე გაჩნდება პრეტენზია, რომ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს.

"მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიელებს მოტივაცია აშკარად ჩვენზე მეტი ჰქონდათ, გავიმარჯვეთ. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დადებითი შედეგი ვაჩვენეთ, რითაც ფეხბურთელები იგრძნობენ გამარჯვების ძალას. ასეთი შეხვედრები მაქსიმალურად ბევრი უნდა ჩავატაროთ და შემდეგ უკვე შეგვეძლება ბრძოლა მაღალი მიზნებისთვის. არ უნდა ჩავვარდეთ  ეიფორიაში, ეს უნდა დავივიწყოთ და უკვე შემდეგი შეხვედრისთვისთვის მოვემზადოთ - შეხვედრისთვის ირლანდიასთან, რომელიც ჩვენთვის გაცილებით უფრო მძიმე იქნება", - განაცხადა ცხადაძემ.


საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შოტლანდია ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის 38-ე წუთზე ლევან მჭედლიძის პასით ვალერი ყაზაიშვილმა გაიტანა.


შემდეგ შეხვედრას კახა ცხადაძის გუნდი სტუმრად ირლანდიასთან 7 სექტემბერს გამართავს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016