reportiori.ge - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ჰოლანდიას დაუპირისპირდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 18:31
სპორტი
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ჰოლანდიას დაუპირისპირდება
ავტორი:
05 სექტემბერი, 2015. 10:48


საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს ჰოლანდიას დაუპირისპირდება. თამაში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება - ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი დღეს იწყება.


საქართველოს მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.


იგორ კოკოშკოვის გუნდი ჩ ჯგუფში ასპარეზობს და მისი მეტოქეები ჰოლანდიის გარდა, საბერძნეთი, ხორვატია, სლოვენია და მაკედონია არიან. ამ ჯგუფში მატჩები 5-დან 10 სექტემბრამდე გაიმართება. 7 სექტემბერი ჩ ჯგუფის მონაწილეებისთვის დასვენების დღეა. 1/8-ფინალში სულ 16 გუნდი იასპარეზებს. თითო ჯგუფიდან 4 საუკეთესო ნაკრები შემდეგ ეტაპზე ითამაშებს.


საქართველოს ნაკრების 12-კაციანი განაცხადი ასეთია: ჯეიკობ პულენი (მცველი), ცედევიტა (ხორ); ნიკა მეტრეველი უკლუბოდ; ზაზა ფაჩულია დალასი (NBA); გიორგი ცინცაძე შსს-აკადემია (საქ); გიორგი შერმადინი, ანდორა (ესპ); დუდა სანაძე, სან დიეგო (NCAA); მანუჩარ მარკოიშვილი, დარუშაფაკა (თურ); ლევან ფაცაცია, უკლუბოდ; ვიქტორ სანიკიძე, ანკარა (თურ); ბექა ბურჯანაძე, კორუნა (ესპ); თორნიკე შენგელია; კახა ლაბორალი (ესპ); ბესიკ ლეჟავა, ბათუმი (საქ). მთავარი მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი (სერ).


ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში იმართება - ხორვატია, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია. საქართველოს ნაკრების ჯგუფი ხორვატიაში ასპარეზობს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016