reportiori.ge - საქართველოში „ექვსთა ტურნირი“ ჩატარდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 18:30
სპორტი
საქართველოში „ექვსთა ტურნირი“ ჩატარდება
ავტორი:
05 სექტემბერი, 2015. 09:50


„არგენტინის სახლი საქართველოში"-ს თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი ნოემბერში დაგეგმილი „ექვსთა ტურნირის" თაობაზე, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს. როგორც პატარქალიშვილი აცხადებს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოში ბრაზილიელი ლეგენდარული ფეხბურთელის პელეს ვიზიტი და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები იგეგმება.


„პროქეტის არსი საქართველოს, არგენტინის, ბრაზილიის და ურუგვაის ქვეყნებს შორის საქმიანი, სავაჭრო ეკონომიკური, კულტურული და სპორტული ურთიერთთანამშრომლობის გარღმავებაა, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთან" თანამშრომლობით და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პატრონაჟით.

 

ღონისძიება მიმდინარე წლის 27 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. პროექტის ფარგლებში ქართველი ფეხბურთელების სლავა მეტრეველის და მიხეილ მესხის ხსოვნისადმი მიძღვნილი „პელეს თასზე" ოთხთა საერთაშორისო ტურნირის ჩატარება იგეგმება ფეხბურთში, საქართველოს, ბრაზილიის, ურუგვაის და არგენტინის 21 წლამდე ახალგაზრდული ნაკრების მონაწილეობით; ლეგენდარული ფეხბურთელის პელეს ბრინჯაოში ჩამოსხმული ხუთ ფიგურიანი სკულპტურული კომპოზიციის პრეზენტაცია; ტურნირის დღეებში „მერკოსური"-ს ქვეყნებიდან ტურისტული ჯგუფების ჩამოსვლა; ტურნირის გახსნისა და დახურვის ცერემონიალში საქართველოს ხალხური ცეკვის, ბრაზილიის რიო დე ჟანეიროს კარნავალებში მონაწილე მულატ ქალთა, არგენტინის ტანგოს ანსამბლებისა და ურუგვაის მუსიკოს-შემსრულებელთა გამოსვლები; იგეგმება ასევე სატელევიზიო დოკუმენტური ფილმის მომზადება და ჩვენება, რომელშიც ასახული იქნება სლავა მეტრეველის, მიხეილ მესხის, გიორგი სიჭინავას, ვლადიმერ ბარქაიას და მურთაზ ხურცილავას ურთიერთობა პელესთან და ოფიციალური პირების, მათ შორის, ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტის, ბუენოს აირესის, რიო დე ჟანეიროს და მონტევიდეოს მერების მოწვევა",- განაცხადა პატარქალიშვილმა.


აღნიშნულ პროექტს მხარს სახალხო არტისტი, ომარ მხეიძე უჭერს, რომლის შეფასებით, პროექტი ძალიან კარგი და მრავლისმომცველია, რომელიც ქართველ ხალხს და რესპუბლიკას მსოფლიოში დიდ ავტორიტეტს მოუტანს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016